აჭარის უმაღლეს საბჭოში 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცედურები იწყება

აჭარის უმაღლეს საბჭოში 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცედურები იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს სხდომაზე მიიღეს, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე უძღვებოდა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ბიურომ ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვასთან დაკავშირებითაც და განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.

„სხდომაზე ცნობად მიიღეს 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების მიმოხილვა, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ წარმოადგინა.

კომიტეტებში განსახილველად ჩაეშვა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტი, რომელიც კანონმდებლებს, უმაღლესი საბჭოს წევრმა - გია აბულაძემ გააცნო.

განხილვის პროცედურები იწყება ორ საკანონმდებლო პაკეტზე: პირველი ინიციატივა უმაღლესი საბჭოს რეგლამენტსა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონში ცვლილებას ითვალისწინებს, ხოლო მეორე - „ავტონომიური რესპუბლიკის მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და მათი მართვის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებასა და დადგენილების პროექტს მოიცავს, რომელიც საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტში წარდგენას გულისხმობს.

სხდომაზე ორივე პაკეტი საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლადო მგალობლიშვილმა წარმოადგინა. ბიურომ მხარი დაუჭირა, მის მიერ, სხდომაზე გამოტანილი კიდევ ერთი საკითხის - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ კანონის ცვლილების პროექტისთვის ვადის გაგრძელებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება