ირაკლი კობახიძე - ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ევროპელ პარტნიორებთან, რომ ორგანიზაციიდან „ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის“ აღიკვეთოს ექსტრემიზმის დაფინანსება - ხალხს უნდა სიმშვიდე და არა ექსტრემიზმი, პოლარიზაცია და რევოლუცია

განვაგრძობთ კონსულტაციებს ჩვენს ევროპელ, ამერიკელ პარტნიორებთან იმისათვის, რომ უცხოური წყაროებიდან აღარ მოხდეს ექსტრემიზმის, პოლარიზაციის, რევოლუციის დაფინანსება ჩვენს ქვეყანაში. საზოგადოებას, ქართველ ხალხს უნდა სიმშვიდე და არა ექსტრემიზმი, პოლარიზაცია და რევოლუცია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც იკვეთება, როგორც ასეთი მოძრაობების ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი, არის ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის (EED), რომელიც აფინანსებს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასაც, რაც კანონით აკრძალულია.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ჰქონდათ გარკვეული შეხვედრები დახურულ კარს მიღმა და ეს შეხვედრებიც უმყარებს რწმენას, რომ მიდგომები შეიცვლება როგორც ცენტრალურ, ისე ლოკალურ დონეზე.

„ჩვენ გვაქვს ხოლმე საუბრები ამასთან დაკავშირებით ჩვენს პარტნიორებთან. მაგალითად ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც იკვეთება როგორც ასეთი მოძრაობების ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი, არის „ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის“ (EED) და ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ევროპელ პარტნიორებთან იმისათვის, რომ ამ წყაროდან აღიკვეთოს ექსტრემიზმის დაფინანსება საქართველოში.

მათ შორის EED აფინანსებს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასაც, რაც პირდაპირ კანონით არის აკრძალული. ჩვენ განვაგრძობთ კონსულტაციებს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ამერიკელ პარტნიორებთან იმისათვის, რომ უცხოური წყაროებიდან აღარ მოხდეს ექსტრემიზმის, პოლარიზაციის, რევოლუციის დაფინანსება ჩვენს ქვეყანაში. გვქონდა გარკვეული შეხვედრებიც დახურულ კარს მიღმა და მათ შორის ეს შეხვედრებიც გვიმყარებს რწმენას, რომ მიდგომები შეიცვლება ალბათ ყველა დონეზე, როგორც ცენტრალურ, ასევე ლოკალურ დონეზე. გვაქვს ყველანაირი საფუძველი ოპტიმიზმისთვის, რომ აღარ გაგრძელდება ქვეყანაში უცხოური წყაროებიდან ექსტრემიზმის დაფინანსება, ყოველ შემთხვევაში თვისობრივად შემცირდება ამ დაფინანსების მოცულობა, რაც მოდის უცხოური წყაროებიდან ექსტრემიზმის სასარგებლოდ საქართველოში. ჩვენს საზოგადოებას უნდა სიმშვიდე, ქართველ ხალხს უნდა სიმშვიდე და არა ექსტრემიზმი, პოლარიზაცია და რევოლუცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება