შემოსავლების სამსახურმა სს „საქკაბელს“ ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი მიანიჭა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ელგუჯა ბერანძემ სს „საქკაბელის“ მმართველ დირექტორს, დავით კაპანაძეს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (AEO) სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ღონისძიება, ზესტაფონში „საქკაბელის“ ახალი მრავალფუნქციური საწარმოს ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე გაიმართა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით, საქართველომ აიღო სამართლებრივი ვალდებულება, ეტაპობრივად მოახდინოს საბაჟო პროცედურების ევროპულ რეგულაციებთან დაახლოება და ამასთან, აღნიშნული რეგულაციები ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კონცეფციის იმპლემენტაციასაც გულისხმობს და ის საბაჟო სისტემასა და ბიზნესს შორის პარტნიორულ ურთიერთობას ეფუძნება.

„ახალი სტატუსი კომპანიებს ახალ გამარტივებულ საბაჟო შესაძლებლობებს სთავაზობს, კერძოდ; ავტორიზაციის მფლობელის კუთვნილი/მფლობელობაში არსებული საქონლის მიმართ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას შემცირდება საქონლის ფიზიკური დათვალიერებისა და დოკუმენტური შემოწმების სიხშირე, ხოლო საბაჟო გაფორმების პროცედურები პრიორიტეტული წესით შესრულდება. დამატებითი ინფორმაცია ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსისა და მიღების წესის შესახებ იხილეთ ბმულზე:

https://www.rs.ge/LegalEntityAuthorizedPersons?cat=2&tab=1

შეგახსენებთ, რომ სს „საქკაბელთან“ ერთად აღნიშნულ სტატუსს, საქართველოში უკვე 8 კომპანია (შპს „დემასი“, შპს ,,გოსელინ მობილითი ჯორჯია”, შპს ,,შარმ ტრეიდინგი”, შპს ,,ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია”, სს „შატო მუხრანი“), შპს ,,ქართული სადისტრიბუციო-მარკეტინგული კომპანიისა“ და შპს „ჰავი ლოჯისტიკსი“) ფლობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება