დმიტრო კულება - ევროკავშირის რეფორმამ გაფართოების პროცესი მძევლად არ უნდა აიყვანოს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ევროკავშირს მოუწოდებს, იპოვონ ბალანსი ევროკავშირის რეფორმირების პროცესსა და გაფართოებას შორის, რათა ევროკავშირის რეფორმამ ახალი წევრების მიღება არ შეაფერხოს.

„ევროკავშირის რეფორმამ გაფართოების პროცესი მძევლად არ უნდა აიყვანოს. ჩვენ უნდა ვიპოვოთ სწორი ბალანსი ევროკავშირის რეფორმირების პროცესსა და გაფართოებას შორის. არ მგონია, რომ ევროკავშირს შეუძლია, თავს რეფორმის გაჭიანურების უფლება მისცეს“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მინისტრმა განმარტა, რომ უკრაინას შეუძლია რეფორმების გატარება გაწევრიანების კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად უფრო სწრაფად, ვიდრე ევროკავშირი შიდა რეფორმებს განახორციელებს.

„მთავარი ისაა, რომ გაფართოება უნდა ეფუძნებოდეს დამსახურებას, პატივი სცეს თითოეული კონკრეტული ქვეყნის ტემპს და დინამიკას და გაწევრიანება არ უნდა გადაიდოს რეფორმის გამო“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება