„საქართველოს ბანკის“ რიგით მეცხრამეტე იდეათეკა სოფელ შინდისში გაიხსნა

„საქართველოს ბანკის“ ინიციატივით, სოფელ შინდისის საჯარო სკოლაში მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა გაიხსნა, რომელიც ე.წ. საზღვრისპირა სოფელში მცხოვრებ 300-მდე მოსწავლეს აძლევს წვდომას განათლების, მისაღებად საჭირო თანამედროვე რესურსებზე. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „საქართველოს ბანკის“ იდეათეკის მთავარი მიზანი მაღალმთიან, საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში მცხოვრები მოსწავლეებისთვის ხარისხიან ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

ამასთან, „საქართველოს ბანკის“ იდეათეკა აღჭურვილია მრავალფეროვანი ბიბლიოთეკით, STEM მიმართულებით საბაზისო ცოდნის მისაღებად საჭირო ინვენტარით, კომპიუტერებითა და პროექტორებით.

დღეისათვის, ფინანსური ინსტიტუტის ინიციატივით, საქართველოს 7 რეგიონში უკვე 19 იდეათეკა ფუნქციონირებს. შედეგად, ბანკმა 9 000-მდე მოსწავლისთვის შექმნა განათლების შესაძლებლობა.

„საქართველოს ბანკის“, ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას განათლება წარმოადგენს. რადგან გვჯერა, რომ სწორედ განათლება განაპირობებს უკეთეს, უფრო ნათელ მომავალს. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ არაერთ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ამ მიმართულებით, ჩვენი პორტფოლიო 40-მდე ინიციატივასა და 120 000-ზე მეტ ბენეფიციარს ითვლის. მათ შორის გამორჩეულ ადგილს ჩვენი იდეათეკები იკავებს. „საქართველოს ბანკის” იდეათეკის მთავარი მიზანი მაღალმთიან, საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში მოსწავლეებისთვის განათლების რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდაა, რათა მათ მივცეთ მუდმივი განვითარების, ახალი აღმოჩენებისა და შემეცნების შესაძლებლობა. ჩვენი ინიციატივის შედეგად, უკვე 9000-მდე მოსწავლისთვის გავხსენით იდეათეკის ფერადი სივრცე. თუმცა, ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ახალი ინიციატივების განხორციელებას“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე.

ინფორმაციისთვის, „საქართველოს ბანკის“ იდეათეკა შინდისში ქართული წიგნის ინსტიტუტთან და საბა ქონსთრაქშენთან პარტნიორობით გაიხსნა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება