წყალარინების ქსელის მოწყობის გამო, თინათინის ქუჩაზე ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდება

დიდ დიღომში, თინათინის ქუჩაზე წყალარინების ქსელის მოწყობის გამო, 3 ნოემბრიდან, დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. სამუშაოები სამ ეტაპად განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოების პირველ ეტაპზე, მოძრაობა შეიზღუდება თინათინის ქუჩაზე, ერედვის ქუჩისა და თინათინის ქუჩის კვეთიდან ვახტანგ ჭელიძის ქუჩისა და თინათინის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. სამუშაოების პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ერედვის, ავთანდილის, ვახტანგ ჭელიძისა და ხატაეთის ქუჩების გამოყენებით.

„სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპის განმავლობაში, გადაადგილება შეიზღუდება თინათინის ქუჩაზე, ვახტანგ ჭელიძის ქუჩისა და თინათინის ქუჩის კვეთიდან ხატაეთის ქუჩისა და თინათინის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. სამუშაოების პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ერედვის, ავთანდილის, ჭელიძის, ხატაეთის, შერმადინისა და როსტევანის ქუჩების გამოყენებით.

სამუშაოების მესამე ეტაპზე, გადაადგილება შეიზღუდება თინათინის ქუჩაზე, რამაზის ქუჩისა და თინათინის ქუჩის კვეთიდან ფატმანის ქუჩისა და თინათინის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ნინო აბაშიძე-ორბელიანის, რამაზის, ავთანდილის, ფატმანისა და ერედვის ქუჩების საშუალებით.

აღნიშნულ პერიოდში შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც. მიკროავტობუსი N422 თინათინის ქუჩაზე მარცხნივ მოხვევით, მოძრაობას გააგრძელებს ერედვის ქუჩაზე, შემდეგ ავთანდილისა და ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქუჩების გავლით დაუკავშირდება თინათინის ქუჩას. უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსი აღნიშნული ქუჩების საშუალებით გადაადგილდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება