სომხეთის უსაფრთხოების სამსახური - დაკავებულია სამთავრობო ინსტიტუტებზე ტერაქტის განხორციელების მცდელობაში ეჭვმიტანილი 5 პირი

დაკავებულია სამთავრობო ინსტიტუტებზე ტერაქტის განხორციელების მცდელობაში ეჭვმიტანილი ხუთი პირი, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„მათი ქმედებების მიზანი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის შეფერხება იყო. თუმცა, დაკავებულებმა დანაშაულის ჩადენა ვერ შეძლეს, რადგან მათი იდენტიფიცირება ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოხდა“, - ნათქვამია სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამომძიებლებმა დაკავებულთა სახლებიდან იარაღი, საბრძოლო მასალა, დრონი, ჯავშანი, სამხედრო ფორმა, ხელბორკილები, სათვალთვალო მოწყობილობები, კომპიუტერები, მობილური ტელეფონები და საკომუნიკაციო მოწყობილობები ამოიღეს.

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ეჭვმიტანილები თავდასხმამდე ოჯახების საქართველოში გადაყვანას გეგმავდნენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება