რატი ბრეგაძე - დღეს რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყოფილიყო, 3 პატიმრის ნაცვლად, 3 გვამი გვეყოლებოდა

დღეს რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყოფილიყო, 3 პატიმრის ნაცვლად, 3 გვამი გვეყოლებოდა, - ასე შეაფასა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ოპოზიციის მხრიდან მისი გუშინდელი განცხადების გამოხმაურება.

ბრეგაძის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან კრიტიკამ - მის გუშინდელ მოწოდებასთან დაკავშირებით, საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენა მათი „მანიაკალური სახე“.

„ჩვენ ჰუმანური მეთოდებით ვმოქმედებთ. როდესაც ადამიანი დანაშაულს ჩაიდენს და ის ძებნაშია, რა თქმა უნდა, მას მოვუწოდებთ დაემორჩილოს სამართალდამცავების სამართლიან მოთხოვნას და ჩაბარდეს, იმიტომ, რომ ამით მას შეუძლია შეამციროს საკუთარი პასუხისმგებლობა.

რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებას, ეს არ მოიწონეს და სხვა მეთოდებს ემხრობიან, ვიტყვი იმას, რომ მათ საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენეს თავიანთი მანიაკალური სახე და ის სახე, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი წარმოადგენდა, რომელიც ღიად აცხადებდა, რომ დამნაშავეებისთვის არ ენანება ტყვია. როდესაც ძებნის ღონისძიებების დროს ვერტმფრენიდან ხოცავდნენ ოჯახებს. მინისტრები ითხოვდნენ „ორ გვამს“. დღეს რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყოფილიყო, 3 პატიმრის ნაცვლად, 3 გვამი გვეყოლებოდა“, - განაცხადა ბრეგაძემ.

მინისტრის განცხადებით, 24 საათიანი ისტორია არის მკაცრი გაფრთხილება და გაკვეთილი ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც გადაწყვეტს გაილაშქროს სახელმწიფოს წინააღმდეგ უკანონო მეთოდებით.

„გუშინაც ვთქვი, რომ არ იყო საზოგადოებისთვის არავითარი საფრთხე და მგონი ყველა დარწმუნდა ამ სიტყვების მართებულობაში, იმიტომ, რომ დაკავების დროს არც ერთი ადამიანი არ დაშავებულა და ყველაფერი დასრულდა მშვიდობიანად. სახელმწიფოსა და სამართლის წინაშე, ყველამ აგო შესაბამისი პასუხი.

ამავდროულად, ეს არასრული 24 საათიანი ისტორია არის მკაცრი გაფრთხილება და გაკვეთილი ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც გადაწყვეტს გაილაშქროს სახელმწიფოს წინააღმდეგ უკანონო მეთოდებით“,- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის