მეუფე ნიკოლოზი - ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, პატრიარქი ზუსტად წარმართავს არამარტო სინოდის სხდომას, არამედ ეკლესიის მართვა - გამგეობას - არასდროს მოხდება, რომ პატრიარქი გადადგეს, ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ

ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად პატრიარქი აბსოლუტურად ზუსტად წარმართავს არამარტო სინოდის სხდომას, არამედ ეკლესიის მართვა - გამგეობას - არასდროს მოხდება, რომ პატრიარქი გადადგეს, ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს სინოდის სხდომის დასრულების შემდგომ განუცხადა.

მისი განმარტებით, თუ რა საკითხებზე იმსჯელეს უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირებმა, დეტალები განჩინებაში გამოქვეყნდება.

„[სინოდი სხდომაზე] ოკუპირებულ ტერიტორიებზე კი არ იყო ლაპარაკი, ლაპარაკი იყო სასაზღვრო ეპარქიებზე, რომელშიც ზოგი ეპარქიის ტერიტორია ოკუპირებულია ზოგის კი, არ არის. თურქეთთან და სომხეთთან არის ჩემი ეპარქიის საზღვარი. ანუ სასაზღვრო ზოლში მყოფი ეპარქიების მდგომარეობა განვიხილეთ.

მეუფე ისაიამ მოგვიყვა მისი ეპარქიის ოკუპირებულ ნაწილზე, ანუ ეს არის ახალგორის რაიონი ძირითადად. მოგვიყვა პრობლემები, კომუნიკაციის პრობლემა იმიტომ, რომ იქ არის ოკუპანტების მიერ შემოღებული საშვები, რომლის მიღებაც საქართველოს მოქალაქეებისთვის სირთულესთანაა დაკავშირებული. მაგალითად, მეუფე ისაიას არ აქვს საშუალება, რომ უახლოესი ოთხი თვის განმავლობაში თავის მრევლთან კომუნიკაცია ჰქონდეს. მოგვიყვა რა ვითარებაა ამ მხრივ, ტაძრებზე.

სინოდზე მთავარი საკითხი იყო ის, რომ სინოდის სხდომა პატრიარქმა ჩაატარა თავიდან ბოლომდე. ყველა საკითხი, რომელიც ჩვენ განვიხილეთ უშუალოდ პირადად დააყენა. ყველა საკითხზე გამოთქვა თავისი აზრი და მინდა გითხრათ, რომ ჩვენთვის ეს იყო ძალიან დიდი საჩუქარი, გამხნევება, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად პატრიარქი აბსოლუტურად ზუსტად წარმართავს არამარტო სინოდის სხდომას, არამედ ეკლესიის მართვა-გამგეობას. ეს არის მნიშვნელოვანი. “-განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მისი თქმით, პატრიარქის გადადგომაზე საუბარი პატრიარქზე თავდასხმაა.

„ეს არის თავდასხმა პატრიარქზე. ორი-სამი დღეა აკლებულია მედია ამ ინფორმაციით. ამ თემაზე ლაპარაკი ეს არის შეტევა პატრიარქზე, ეს არის პატრიარქის მიმართ რეკომენდაცია საზოგადოების სახელით. ამიტომ, გირჩევთ, რომ ეს არასდროს გაიმეოროთ. არასდროს მოხდება, რომ პატრიარქი გადადგეს, ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ. ეს არ მოხდება“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა და აღნიშნა, რომ სინოდის დღევანდელ სხდომას უფრო ჰქონდა მსჯელობის, ურთიერთობის და გაზიარების ფუნქცია.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

მეუფე ნიკოლოზი - ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, პატრიარქი ზუსტად წარმართავს არამარტო სინოდის სხდომას, არამედ ეკლესიის მართვა - გამგეობას - არასდროს მოხდება, რომ პატრიარქი გადადგეს, ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ

ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად პატრიარქი აბსოლუტურად ზუსტად წარმართავს არამარტო სინოდის სხდომას, არამედ ეკლესიის მართვა - გამგეობას - არასდროს მოხდება, რომ პატრიარქი გადადგეს, ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს სინოდის სხდომის დასრულების შემდგომ განუცხადა.

მისი განმარტებით, თუ რა საკითხებზე იმსჯელეს უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირებმა, დეტალები განჩინებაში გამოქვეყნდება.

„[სინოდი სხდომაზე] ოკუპირებულ ტერიტორიებზე კი არ იყო ლაპარაკი, ლაპარაკი იყო სასაზღვრო ეპარქიებზე, რომელშიც ზოგი ეპარქიის ტერიტორია ოკუპირებულია ზოგის კი, არ არის. თურქეთთან და სომხეთთან არის ჩემი ეპარქიის საზღვარი. ანუ სასაზღვრო ზოლში მყოფი ეპარქიების მდგომარეობა განვიხილეთ.

მეუფე ისაიამ მოგვიყვა მისი ეპარქიის ოკუპირებულ ნაწილზე, ანუ ეს არის ახალგორის რაიონი ძირითადად. მოგვიყვა პრობლემები, კომუნიკაციის პრობლემა იმიტომ, რომ იქ არის ოკუპანტების მიერ შემოღებული საშვები, რომლის მიღებაც საქართველოს მოქალაქეებისთვის სირთულესთანაა დაკავშირებული. მაგალითად, მეუფე ისაიას არ აქვს საშუალება, რომ უახლოესი ოთხი თვის განმავლობაში თავის მრევლთან კომუნიკაცია ჰქონდეს. მოგვიყვა რა ვითარებაა ამ მხრივ, ტაძრებზე.

სინოდზე მთავარი საკითხი იყო ის, რომ სინოდის სხდომა პატრიარქმა ჩაატარა თავიდან ბოლომდე. ყველა საკითხი, რომელიც ჩვენ განვიხილეთ უშუალოდ პირადად დააყენა. ყველა საკითხზე გამოთქვა თავისი აზრი და მინდა გითხრათ, რომ ჩვენთვის ეს იყო ძალიან დიდი საჩუქარი, გამხნევება, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად პატრიარქი აბსოლუტურად ზუსტად წარმართავს არამარტო სინოდის სხდომას, არამედ ეკლესიის მართვა-გამგეობას. ეს არის მნიშვნელოვანი. “-განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მისი თქმით, პატრიარქის გადადგომაზე საუბარი პატრიარქზე თავდასხმაა.

„ეს არის თავდასხმა პატრიარქზე. ორი-სამი დღეა აკლებულია მედია ამ ინფორმაციით. ამ თემაზე ლაპარაკი ეს არის შეტევა პატრიარქზე, ეს არის პატრიარქის მიმართ რეკომენდაცია საზოგადოების სახელით. ამიტომ, გირჩევთ, რომ ეს არასდროს გაიმეოროთ. არასდროს მოხდება, რომ პატრიარქი გადადგეს, ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ. ეს არ მოხდება“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა და აღნიშნა, რომ სინოდის დღევანდელ სხდომას უფრო ჰქონდა მსჯელობის, ურთიერთობის და გაზიარების ფუნქცია.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა