რუსთავის მერიამ პირველი მუნიციპალური რეფორმების ცენტრი დააფუძნა

რუსთავის მერიამ პირველი მუნიციპალური რეფორმების ცენტრი დააფუძნა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

ცენტრის პრეზენტაცია, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მერიის რეფორმების ჯგუფთან ერთად, მუნიციპალური სერვისების ახალ ცენტრში წარადგინა.

პრეზენტაციას სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილი, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მუნიციპალური რეფორმების ცენტრი, სხვადასხვა დარგის მოწვეულ სპეციალისტებთან და ექსპერტებთან ერთად, 3 ძირითადი მიმართულებით იმუშავებს: დაგეგმავს და მოამზადებს რეფორმებს მუნიციპალური მომსახურების თითქმის ყველა სფეროში და უკვე წარმატებით გატარებული რეფორმების შესახებ გამოცდილებას, სხვა მუნიციპალიტეტებსაც გაუზიარებს.

,,რუსთავის მერიის გუნდი ორი წელია იმ პროექტებთან ერთად, რომელიც ქალაქში ინფრასტრუქტურის მიმართულებით ხორციელდება, ვმუშაობთ რეფორმებზე, რომელმაც უნდა გააძლიეროს მუნიციპალიტეტის სერვისების წარმოება და მიწოდება მოქალაქეებისთვის, იმისთვის, რათა უფრო ეფექტიანი, უფრო მორგებული გავხდეთ მათ მოთხოვნებზე. დაგვიგროვდა გარკვეული გამოცდილება და ვიფიქრეთ, რომ ამ მიმართულებაზე მუშაობას, კიდევ უფრო მეტი წარმატებით გააგრძელებდა ის გუნდი, რომელიც რეფორმების ცენტრში შევკრიბეთ. რეფორმების ცენტრში კი შეგვეძლება, როგორც ადგილზე გავაგრძელოთ სხვადასხვა სამსახურის განვითარება, განახლება, ასევე, ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ სხვა მუნიციპალიტეტებსაც“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რეფორმების ცენტრის ბაზაზე საქართველოში პირველი მუნიციპალური სასწავლო ცენტრის შექმნა იქნება, სადაც მოქალაქეთა მომსახურებისა და რეფორმირების სფეროებში დაგროვებულ გამოცდილებას, ტრენინგების ფორმით სხვა მუნიციპალიტეტებს გაუზიარებენ.

,,რეფორმების ცენტრის შექმნა მნიშვნელოვანია, ეს ხელს შეუწყობს მოქალაქეებზე კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული სერვისების დანერგვას. ცენტრი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით, რომელთაც წლების განმავლობაში საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდათ რეფორმების გატარების კუთხით. რეფორმების ცენტრი ხელს შეუწყობს არა მარტო რუსთავში, არამედ მთელს რეგიონში სერვისების გაუმჯობესებას“, - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა.

მუნიციპალური სერვისების რეფორმა, რუსთავის მერიაში, ორი წელია რაც მიმდინარეობს. უკვე ფუნქციონირებს მუნიციპალური სერვისების ახალი ცენტრი, გაიხსნა თანამედროვე მედიათეკა, შეიქმნა ახალი სამსახური - მუნიციპალური ინსპექცია, რეფორმა გატარდა არქიტექტურის და ქალაქის დასუფთავების სფეროებშიც. მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული თანამედროვე სევისების ჩამოყალიბება და დანერგვა, დღეიდან სისტემურ ხასიათს მიიღებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება