საქართველოს იუსტიციის მინისტრი მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს აგრძელებს

ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ვიცე-პრეზიდენტი, ჰანს ვოლფი საქართველოში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს, რომლის მთავარი თემა მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციებია. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ უნიკალური პლატფორმის საშუალებით საქართველოს პირველად აქვს შესაძლებლობა, პარტნიორ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გააცნოს ბოლო წლების განმავლობაში აღნიშნულ სისტემებში მიღწეული პროგრესი.

„იუსტიციის მინისტრმა და CPT-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ქართულ ინოვაციებს: „ციფრულ უნივერსიტეტს", პატიმართა ხელნაკეთი ნივთების ონლაინ მაღაზია „რე-მარკეტს", იუსტიციის სახლების ფილიალების გახსნას საპატიმროებში; აღინიშნა, რომ წარმატებით მიმდინარეობს დიდი ზომის ციხეების მცირე ტიპის პენიტენციური დაწესებულებებით ჩანაცვლების პროცესი - ლაითურის პენიტენციური დაწესებულება სულ რამდენიმე დღეში გაიხსნება, რუსთავში კი, დაწყებულია მცირე ზომის ციხის მშენებლობა.

შეხვედრის ბოლოს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა CPT-ის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა კონფერენციაში მონაწილეობისათვის და კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის მზაობა, მჭიდროდ ითანამშრომლოს აღნიშნულ ორგანიზაციასთან საქართველოში ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული პენიტენციური სისტემის გაძლიერებისა და საუკეთესო ევროპულ სტანდარტებთან მისი შემდგომი დაახლოების მიზნით.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ნიკა ცხვარაშვილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება