პეტრე ცისკარიშვილი - პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სურს, საქართველო წინ წავიდეს ევროინტეგრაციის გზაზე, მაგრამ, ასევე, ხედავს პრობლემას, რომელიც ქვეყანაში არსებობს, - არის მართლმსაჯულების პრობლემა და მთავარი პოლიტპატიმრის, მიშა სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სურს, რომ საქართველო წინ წავიდეს ევროინტეგრაციის გზაზე, მაგრამ, ასევე, ხედავს პრობლემას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს, ეს არის მართლმსაჯულების პრობლემა და მთავარი პოლიტპატიმრის, მიშა სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პარტნიორები ხელისუფლებას გამადიდებელი შუშით აკვირდებიან და ზუსტად „იციან მათი პოლიტიკური ბუნება“.

„აბსოლუტურად ზუსტი და იმავდროულად კეთილგანწყობილი განცხადებაა, რომელიც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა, რადგან ის არის საქართველოს მეგობარი, მას სურს, რომ საქართველო წინ წავიდეს ევროინტეგრაციის გზაზე, მაგრამ, ასევე, ხედავს პრობლემას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს, ეს არის მართლმსაჯულების პრობლემა და მთავარი პოლიტპატიმრის, მიშა სააკაშვილის გაგრძელებული ტყვეობის და პატიმრობის პრობლემა, რადგან შენ ევროპულ ოჯახში იმ სტანდარტებით, რომელიც “რუსულმა ოცნებამ“ დააწესა და პოლიტპატიმრები ჰყავს გამოკეტილი ციხეებში, უბრალოდ ვერ შეხვალ. გაგიჭირდება დიდ ევროპულ ოჯახში გაწევრიანება და ინტეგრაცია, როდესაც შენი მთავარი ამოცანა არის ძალაუფლების ჩაებღაუჭო იმ ფასადაც კი, როდესაც მთავარი ოპონენტი ჰყავს გამოკეტილი და საარჩევნო კამპანია პრაქტიკულად იწყება და მოედანზე არ უშვებს ასპარეზობისათვის შენს მთავარ პოლიტიკურ ოპონენტს. ამ გარემოში, როდესაც ითხოვ კანდიდატის სტატუსს, რა თქმა უნდა, იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, აქვთ გაორებული მიდგომა. იციან ქართველი ხალხის მისწრაფება, იციან, რომ საქართველო იმსახურებს, იციან ჩვენი პოლიტიკური, კულტურული იდენტობის ნაწილია ევროპის დიდ ოჯახში ყოფნა და მათთან თანაცხოვრება, მაგრამ დღევანდელ ხელისუფლებასაც ასევე გამადიდებელი შუშით აკვირდებიან და ზუსტად იციან მათი პოლიტიკური ბუნება, მათი შიშები იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკური ოპონენტები თუ ციხეში არ გყავს გამოკეტილი, მაშინ არჩევნებზე შეიძლება დადგეს შენთვის არასასურველი შედეგი და ამ შიშებით შენ ევროპაში ვერ შეხვალ, რთულია და აქედან გამომდინარე ძალიან სწორი და დროული განცხადება იყო” , - აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება