თბილისში ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით და საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, მუსიკოსის, ფოლკლორისტის და საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გახსნის ცერემონიალს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, დედაქალაქის საკრებულოს წევრები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ანზორ ერქომაიშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ნინო ვარდოსანიძემ, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, აგრეთვე ანზორ ერქომაიშვილის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა.

როგორც გიორგი ტყემალაძემ ღონისძიებაზე განაცხადა, ანზორ ერქომაიშვილის ღვაწლი ქვეყნის წინაშე ფასდაუდებელია.

„დღეს ამ ქუჩასა და სკვერს, სადაც ახლა ვიმყოფებით, ქართველი ფოლკლორისტის, ანსამბლ „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებლის - ანზორ ერქომაიშვილის - სახელი ეწოდა. ჩვენი მოვალეობაა თაობებს შემოვუნახოთ იმ ადამიანების სახელები, რომლებმაც განსაკუთრებული როლი შეასრულეს ქართული კულტურის შენახვაში, წარმოჩენასა და პოპულარიზაციაში. ასეთი ადამიანები წერენ ქვეყნის კულტურის ისტორიას და შთაგონებას აძლევენ მომავალ თაობებს“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ნინო ვარდოსანიძემ აღნიშნა, რომ ანზორ ერქომაიშვილმა ქართული ხალხური სიმღერა არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აქცია.

„სწორედ ამ სკვერისა და ქუჩის სიახლოვეს არის ფოლკლორის ეროვნული ცენტრი, რომელთანაც პირდაპირი და მრავალწლიანი კავშირი ჰქონდა ბატონ ანზორს. იგი ასევე გახლდათ თბილისის საპატიო მოქალაქე, რაც მისთვის დიდ ჯილდოს ნიშნავდა, თუმცა უნდა ვთქვათ, თუ რამდენად დიდი ჯილდოა თავად ბატონი ანზორი ჩვენი ქალაქისთვის და მთელი ქვეყნისთვის. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება არის მცირედი გამოვლინება იმ მადლიერების, რომელსაც ანზორ ერქომაიშვილი ყველა ჩვენგანისგან იმსახურებს“, - აღნიშნა ნინო ვარდოსანიძემ.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, ღონისძიებაში მონაწილეობას ანსამბლები „რუსთავი“ და „მართვე“ იღებდა. დასასრულს სკვერის აღმნიშვნელი აბრის გახსნის ცერემონიალი გაიმართა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის