ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალი - ჩვენი ძალები ჩრდილოეთ ღაზას შუაგულში არიან, ალყაში აქცევენ

ქალაქ ღაზას ალყაში ვაქცევთ. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ჰერზი ჰალევიმ განაცხადა.

მისი თქმით, ისრაელის სამხედროები უკვე ქალაქ ღაზაში იმყოფებიან და რამდენიმე მიმართულებიდან ურტყამენ ალყას.

“ომში კიდევ ერთ მნიშვნელოვან საფეხურს მივაღწიეთ. [ისრაელის] ძალები ჩრდილოეთ ღაზას შუაგულში არიან, ქალაქ ღაზაში მოქმედებენ, ალყაში აქცევენ, და [სახმელეთო ოპერაციას] აღრმავებენ”, - განაცხადა ჰალევიმ.

მან აღნიშნა, რომ ღაზაში ისრაელის თავდაცვის ძალები ქალაქის ბრძოლებში არიან ჩართულნი.

“სახმელეთო ძალებს თან ახლავთ ზუსტი სადაზვერვო ინფორმაცია, ციდან და ზღვიდან ცეცხლი. ეს პარტნიორობა ბრძოლას გაცილებით უფრო ეფექტიანს ხდის”,-განაცხადა ჰალევიმ.

მისი თქმით, ამ მომენტისთვის ისრაელის სახმელეთო ოპერაციაში უკვე ისრაელის 18 ჯარისკაცი გარდაიცვალა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება