პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამავე ცნობით, საბჭოს წევრებმა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.

ბიუჯეტის პრიორიტეტებზე საბჭოს წევრებმა ინფორმაცია ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილისგან მოისმინეს.

„აღინიშნა, რომ 2024 წლის ბიუჯეტით იზრდება სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება, პედაგოგთა და საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება, ასევე, მნიშნელოვანი ფინანსური რესურსებია გათვალისწინებული ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით.

საბჭოს წევრებმა სხდომაზე სამუშაო რეჟიმში განიხილეს ასევე მიმდინარე წლის ცხრა თვის ეკონომიკური ტენდენციები, ბიუჯეტის შესრულების შედეგები და 2024 წლისთვის ახალი პროექტები და ეკონომიკური ინიციატივები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება