პეტრე ცისკარიშვილი - კრიტიკულად მნიშვნელოვანია უცხოელი პარტნიორების ჩართულობა, რათა „ოცნებამ“ უკან დაიხიოს ძალადობის გზაზე

„ოცნება“ გრძნობს, რომ სუსტად არიან რეგიონებში, ამიტომ გადავიდნენ ძალადობაზე, პრაქტიკულად ადამიანი სასიკვდილოდ გაწირეს. ძალიან რთულ საარჩევნო ციკლში შევდივართ და კრიტიკულად მნიშვნელოვანია უცხოელი პარტნიორების ჩართულობა, რათა „ოცნებამ“ უკან დაიხიოს ძალადობის გზაზე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

აღნიშნულით ის დმანისის ყოფილ მერზე, ოპოზიციონერ გიორგი ტატუაშვილზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.

“პრაქტიკულად „ოცნება“ გრძნობს, რომ ისინი სუსტად არიან რეგიონებში. ისინი გრძნობენ, რომ გავლენიანი ავტორიტეტული ადამიანები დგებიან ოპოზიციის, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს და სხვა გზა არ აქვთ, თუ არა გადავიდნენ ძალადობასა და დაშინებაზე.

პრაქტიკულად ადამიანი სასიკვდილოდაც გაწირეს. ადვილი წარმოსადგენია, რა რთულ პერიოდში, რა რთულ საარჩევნო ციკლში შევდივართ შემდეგი ერთი წლის განმავლობაში.

ამას ძალიან ზედმიწევნით, კარგად უნდა დააკვირდნენ საერთაშორისო პარტნიორები. ისევე როგორც ქართველი ხალხის აქტიურობა, უცხოელი პარტნიორების ჩართულობა გადამწყვეტი იქნება, კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რათა „ოცნებამ“ ცოტა მაინც შეამსუბუქოს და უკან დაიხიოს ამ ძალადობის გზაზე“,- აღნიშნავს პეტრე ცისკარიშვილი, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება