აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს

აშშ, რუსეთისთვის სამხედრო ტექნოლოგიების მიწოდებისთვის, 230 ფიზიკურ და იურიდიულ პირს ასანქცირებს.

ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებენ.

კერძოდ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა 130 ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ შემოიღო სანქციები, რომელთა მეშვეობითაც რუსეთი საკუთარი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის ტქნოლოგიების, აღჭურვილობისა და სხვა საშუალებების იმპორტირებას ახდენდა, მათ შორის არიან პირები და კომპანიები თურქეთიდან, ჩინეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.

სანქციების ქვეშ ასევე მოხვდა რუსეთის მოქალაქე არტურ პეტროვთან დაკავშირებული პირთა ქსელი. პეტროვი სექტემბერში აშშ-ის მოთხოვნით კვიპროსში დააკავეს. ამერიკელების ცნობით, მან რუსული კომპანიებისთვის ამერიკული წარმოების ელექტრონული ტექნოლოგიების შესაძენად სანქციების გვერდის ავლის რთული სქემა დააორგანიზა.

გარდა ამისა, აშშ-მა რუსეთის საბანკო და ტექნოლოგიური სექტორის წინააღმდეგ გააფართოვა სანქციები, რომლებიც ჩართულნი არიან მოწინავე ტექნოლოგიების დაფინანსებაში, კვლევაში, შემუშავებასა და იმპორტში.

აშშ-ის სანქციების ქვეშ ასევე მოხვდა სანქტ-პეტერბურგის საფონდო ბირჟა და შვიდი კომერციული ბანკი.

ცალკე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაახლოებით 100 სანქცია შემოიღო რუსეთის ენერგეტიკული და საშემოსავლო, მეტალურგიული და სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სექტორების წინააღმდეგ. ასევე, იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც რუსეთის ხელმძღვანელობის სამხედრო ძალისხმევების მხარდაჭერაში მონაწილეობენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება