პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ კანონით გათვალისწინებული სიახლეები გააცნო

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებების გაცნობის მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეხვედრების სერიას - სახელწოდებით - ,,საუბრები ახალ კანონზე“ აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამჯერად, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან, ევროკავშირის პროექტის — „უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის მხარდაჭერა საქართველოში“ - ორგანიზებით, შეხვედრა გაიმართა, რომელიც მისასალმებელი სიტყვით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა, ევროკავშირის წარმომადგენელმა საქართველოში, ადამიანის უფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა გუნდის ხელმძღვანელმა აგატა ნიებომ და ევროკავშირის პროექტის წარმომადგენელმა იოჰან ჰომესმა გახსნეს.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ია ყიფიანმა დამსწრე აუდიტორიას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სიახლეები დეტალურად გააცნო და ყურადღება გაამახვილა სამართალდამცავ ორგანოებში ახალი კანონის იმპლემენტაციისათვის აუცილებელ ღონისძიებებზე.

უსაფრთხოების სექტორში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა განიხილა ევროკავშირის ექსპერტმა ეკატერინა მაცუკამ.

შეხვედრის მეორე ნაწილი პანელურ დისკუსიას დაეთმო. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ჯონი ჩონიაძემ ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან სიახლეზე, როგორიცაა, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი ინციდენტის განსაზღვრის კრიტერიუმები და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის ინციდენტის შეტყობინების წესი.

შეხვედრის მონაწილეებმა უსაფრთხოების სექტორში პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით, საქართველოსა და ლატვიის გამოცდილების მიხედვით, არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე გაცვალეს მოსაზრებები. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის პროექტი — „უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის მხარდაჭერა საქართველოში“, სხვა საკითხებთან ერთად, სამართალდამცავ ორგანოებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერებას ემსახურება. სამუშაო შეხვედრები გაგრძელდება, დაგეგმილია სასწავლო პროგრამებისა და საინფორმაციო მასალების შემუშავება, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების გამოცდილების გაზიარების მექანიზმის შექმნის მხარდაჭერის მიზნით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება