მიხეილ სარჯველაძე - კომიტეტს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ნაყოფიერი თანამშრომლობა აქვს

„მინდა კომიტეტის სახელით გამოვეხმაურო და მადლობა გადავუხადო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კარგი თანამშრომლობისთვის, რომელიც რამდენიმე სერიოზული მიმართულებით გვაქვს და თითოეული მათგანი აღნიშვნას მოითხოვს", - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პლენარულ სხდომაზე გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, არაერთი მიმართულებით ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მუნიციპალიტეტებს კონკრეტული ამოცანები აქვთ განსაზღვრული და აქ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ცენტრალური ხელისუფლების, აღმასრულებელი ხელისუფლების მხარდაჭერა და თანამშრომლობა.

„ეს შეეხება სოციალური მუშაობის განვითარებას, ბავშვის უფლებათა კოდექსით განსაზღვრული ამოცანების შესრულებას და მის მონიტორინგს. შესაბამისად, სამინისტროსთან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაქვს და მინდა ამისთვის მადლობა გადავუხადო მთლიანად სამინისტროს, მინისტრს პერსონალურად და გამორჩეულად მადლობა ქალბატონ მზია გიორგობიანს. იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალშიც ჩვენი ეს თანამშრომლობა შენარჩუნებული იქნება", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება