პაატა ზაქარეიშვილი - დარწმუნებული ვარ, არსებობს კულუარული კონტაქტები რუსეთ-საქართველოს შორის და ზურაბ აბაშიძე მხოლოდ აისბერგის ზედა ნაწილია, ქვემოთ რა ხდება, ღმერთმა უწყის

აბაშიძე-კარასინის საუბარი აისბერგის ზედა ნაწილია, ქვემოთ რა ხდება, ღმერთმა უწყის და იქ ხდება ყველაფერი საშინელება , - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, რითაც „იუთუბზე“ გავრცელებულ ფარულ აუდიო ჩანაწერს გამოეხმაურა.

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, გადაწყვეტილებები „აისბერგის ქვედა“ ნაწილში მიიღება და მხოლოდ ამის შემდეგ ადის კარასინი-აბაშიძის დონეზე.

„მორიგი მტკიცებულებაა, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის კავშირებია, მაგრამ ზურაბ აბაშიძე ამის ფორმალური მხარეა. ის, რომ ზურაბ აბაშიძე კარასინს ელაპარაკება, აღიარებულია, დადასტურებულია და ამაში ფულიც იხარჯება - ხელფასი ზურაბ აბაშიძის. კარასინს რომ ელაპარაკება, ამაში განსაკუთრებული არაფერია. დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს კულუარული, უფრო მჭიდრო კონტაქტები რუსეთსა და საქართველოს შორის და აბაშიძე არის უბრალოდ მისი ვიტრინა, წარმოაჩენს ამ ურთიერთობებს. აისბერგის ზედა ნაწილია, ქვემოთ რა ხდება ეს ღმერთმა უწყის და იქ ხდება ყველაფერი საშინელება. რაღაც გადაწყვეტილება მიიღება აისბერგის ქვედა ნაწილში და შემდეგ უკეთეს შემთხვევაში, ადის უკვე აბაშიძე-კარასინის დონეზე, უარეს შემთხვევაში არც კი იცის ზურა აბაშიძემ რა ხდება სინამდვილეში მოსკოვსა და თბილისს შორის“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ პაატა ზაქარეიშვილი ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ჩინეთში გამართულ ფორუმში მონაწილეობასაც გამოეხმაურა, რომელსაც ასევე, რუსეთის პრეზიდენტიც ესწრებოდა.

ზაქარეიშვილის შეფასებით, დავითაშვილს რომ ფორუმი დაეტოვებინა, ეს საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებს გააფუჭებდა.

„აქ არის პროტოკოლური ამბავი. ეს ხდება ჩინეთში. მიუხედავად ყველაფრისა ჩინეთი საქართველოს სანდო პარტნიორია. ჩინეთი არის გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი, 5 სახელმწიფოდან ერთ-ერთი, რომელიც, როგორც წესი, არასდროს საქართველოს წინააღმდეგ ხმას არ აძლევს და ხშირ შემთხვევაში არის ნეიტრალური ანუ საქართველოს წინააღმდეგ არ მუშაობს. ამიტომ ეს დემარში, რომ ამდგარიყო დავითაშვილი და გასულიყო, ვიღაცებს საქართველოში გულს დაფხანდა, მაგრამ გააფუჭებდა ურთიერთობებს ჩინეთთან. მოგიწვიე, ამხელა ღონისძიებაა, ვიღაც პუტინის გამო ჩემს, ჩინეთის რეპუტაციას ანგრევ? - დავითაშვილს არ ეხება ეს, ეს არის პროტოკოლის ამბავი. შენ თუ ხარ მინისტრი და გუნდის წევრი, უნდა ასრულებდე გუნდის წესებს და თუ არ წერია პროტოკოლში, რომ საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირი თუ იმყოფება საერთაშორისო ღონისძიებაზე, სადაც იმყოფება რუსეთის უმაღლესი პოლიტიკური პირი, უნდა დატოვოს, ვერ დატოვებს. ის თავის თავს კი არ წარმოადგენს, წარმოადგენს სახელმწიფოს“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო