გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ნოემბერს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ნოემბერს 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, ენერგომომარაგება შეუწყდება მომხმარებლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: წილკანი, ფრეზეთი, ერედა, ახალდაბა, უფურეთი, სელექცია, მილისწყარო, წეროვანი, ნატახტარი.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს სტეფანწმინდაში ალ. ყაზბეგის და მიმდებარე ქუჩებზე.

11:30 საათიდან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ მომხმარებლებს სოფელი დიღომში: გიორგი ბრწყინვალეს, ლევან რჩეულიშვილის, გიორგი ჭანტურიას, მოციქულთა სწორი ნინოს ქუჩებზე, ჩილიპირებში.

12:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება მომხმარებლებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თრანში. 16:00 საათიდან 17:00 საათამდე, აბონენტებს სოფლებში: ახალსოფელი, ჩაბანო, ქვემო არტანი, დულუზაურები, ლიშო, სხლოვანი, ღორღა, რტანი და მიმდებარე სოფლებში.

მათივე განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება