2023 წლის მესამე კვარტალში, საქართველოში 7420 მართვის მოწმობა გაიცა, მოწმობის ამღებ პირთა შორის კი საქართველოს გარდა, რუსეთის, აზერბაიჯანის, ინდოეთის, ლიბანის, პაკისტანის, ისრაელის და ჩინეთის მოქალაქეები არიან

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში, საქართველოში 7420 მართვის მოწმობა გაიცა.

მონაცემების თანახმად, მართვის მოწმობის ამღებ პირთა შორის საქართველოს მოქალაქეების გარდა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან, მათ შორის, რუსეთის, აზერბაიჯანის, ინდოეთის, ლიბანის, პაკისტანის, ისრაელის, ჩინეთის და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ „B“ და „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი 2022 წლის 25 აპრილიდან გახდა. პირველი ეტაპი კვლავ დახურულ მოედანზე ტარდება, ხოლო მეორე ეტაპი - რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში. მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე, თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში გავიდეს, ხოლო პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 365 კალენდარული დღის განმავლობაში. ამასთან, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაინტერესებული პირი დაიშვება (პირველადი გასვლა) პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან არაუადრეს 15 დღისა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია