მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულები 82433 პირს დააკლდა, 74-ს კი სრულად ამოეწურა - 100 ქულა უკლებლივ შეინარჩუნა 1 220 946-მა პირმა

მიმდინარე წლის III კვარტლის მონაცემებით, მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა 74 პირს ამოეწურა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულები სულ 82433 პირს დააკლდა, 74-ს კი სრულად ამოეწურა.

ამასთან, 100 ქულა უკლებლივ შეინარჩუნა 1 220 946-მა პირმა.

ინფორმაციისთვის, მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა 2017 წლის ივლისიდან ამოქმედდა. მართვის მოწმობას ყოველი წლის 1-ელ იანვარს 100 ქულა ენიჭება და წლის განმავლობაში სამართალდარღვევებზე შესაბამისი ქულები აკლდება.

ქულების განულების შემთხვევაში, მძღოლს მართვის უფლება უწყდება, გამოცდას აბარებს ან ელოდება 12 თვის გასვლას.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება