„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

3 ნოემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კრწანისის რაიონში, ფონიჭალისა და სოღანლუღის წყალმომარაგების რეზერვუარებზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. შესაბამის ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

კომპანიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები 3 ნოემბერს, დღის 12:00 საათზე დაიწყება და 24-საათიანი ინტენსიური რეჟიმით შესრულდება.

„აღნიშნულთან დაკავშირებით მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა აუცილებელია, რის გამოც 3 ნოემბერს, დღის 12:00 საათიდან, 4 ნოემბრის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

კრწანისის რაიონში: ზემო ფონიჭალის, გიგანტისა და ზოოვეტის დასახლებებს, სოფელ ფონიჭალასა და კრწანისს, რუსთავის გზატკეცილის ნაწილს, ვაგზლის, მარნეულის, ლომინაძის, სურგულაძის, ჟორდანიას, ღოღობერიძისა და აღმაშენებლის ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომხმარებლებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.

სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება