სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის გურჯაანის რეგიონულ ლაბორატორიას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და უახლესი აპარატურით აღიჭურვა

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის გურჯაანის რეგიონულ ლაბორატორიას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და უახლესი აპარატურით აღიჭურვა.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გურჯაანის ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან ლილუაშვილი, გურჯაანის მერი გიორგი მაჭავარიანი და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი ესწრებოდნენ.

უწყების ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა ლაბორატორიაში არსებული დიაგნოსტიკის მიმართულებები, დანერგილი კვლევის მეთოდები და ლაბორატორიის სამომავლო გეგმები განიხილეს.

„ჩვენ გვჭირდება ძლიერი ლაბორატორიული ქსელი სოფლის მეურნეობის მიმართულებით; გურჯაანში გარემონტდა ლაბორატორიის შენობა და აღიჭურვა ახალი ტექნიკით. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქვეყნის მასშტაბით ლაბორატორიული სექტორი აქტიურად ვითარდება, რაც ხელს უწყობს ქართული პროდუქციის ხარისხის კონტროლს და ინტეგრაციას ევროკავშირის ბაზარზე“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

გურჯაანის მერის განცხადებით, მუნიციპალიტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო დონის ლაბორატორიის არსებობა.

გურჯაანის ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის განვითარების სააგენტოს, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება