„თიბისის“ სამომხმარებლო სესხის ვადა 4 წლამდე გაიზარდა

1 ნოემბრიდან „თიბისის“ ციფრული სამომხმარებლო სესხების ვადა 4 წლამდე გაიზარდა, ხოლო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 15,5%-ით განისაზღვრა. შესაბამის ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

ბანკის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალი პირობების მიხედვით, შესაძლებელია: თანხის მოთხოვნა 100-იდან 10 000 ლარამდე; თანხის დამატება ყოველთვიური შენატანის გაზრდის გარეშე; სესხების გაერთიანებისას, დამატებითი თანხის მოთხოვნა; არსებული სესხების გაერთიანება და ყოველთვიური გადასახადის შემცირება.

„მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, სესხზე განაცხადის შევსება და ყველა საჭირო საფეხურის გავლა ციფრულ ბანკში, ფილიალში ვიზიტის გარეშეა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ ციფრულ სამომხმარებლო სესხზე 20%-ამდე ფასდაკლება მოქმედებს. წინსწრებით დაფარვისას კი, მომხმარებელი საკომისიო გადასახადისგან თავისუფლდება.

არსებული სესხების გაერთიანების მიზნით, ახალი სესხის აღების შემთხვევაში, 20%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა მაინც მოქმედებს, რომლის ეფექტური საპროცენტო განაკვეთიც 15,5%-იდან იწყება.

სამომხმარებლო სესხით სარგებლობა შეუძლიათ, როგორც ფიქსირებული შემოსავლის მქონე, ისე თვითდასაქმებულ პირებს. გახსოვდეთ, სესხის აღება შეგიძლიათ მაშინაც კი, თუ ხელფასი ბანკში არ გერიცხებათ.

სესხის ვადის 4 წლამდე გაზრდა სესხის დამტკიცებას ამარტივებს და საშუალებას იძლევა, სესხი აიღოთ, როცა გინდათ. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება