„საქართველოს ბანკის“ ბარათით გადახდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამატებით კიდევ 6 რეგიონშია შესაძლებელი

საქართველოს ბანკი, როგორც მომხმარებლის ინტერესებსა და საჭიროებებზე ორინეტირებული ბანკი მათ მორიგ სიახლეს სთავაზობს. 1 ნოემბრიდან საქართველოს ბანკის ბარათის მფლობელები საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდას უკვე რეგიონებშიც შეძლებენ.

მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ საქართველოს ბანკის sCool, Student, Mastercard ან ვიზა ბარათით გადაიხადონ ქუთაისის, გორის, ფოთის, ბაკურიანის, ბორჯომისა და თელავის საზოგადოებრივ ტრანსპორტში. აღნიშნული სიახლით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ფიზიკური, ასევე ციფრული საფულის მეშვეობით და მომხმარებლები სტანდარტული ტარიფით ისარგებლებენ.

„საქართველოს ბანკი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლისთვის კომფორტული სერვისების შექმნასა და უკვე არსებული პროდუქტების კიდევ უფრო განვითარებაზე. სწორედ ამ მიზნით, მომხმარებლებს მორიგი სიახლე შევთავაზეთ, ამიერიდან ჩვენი ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ უკვე რეგიონების საზოგადოებრივ ტრანსპორტში თანხა, ფიზიკური ან ციფრული საფულის მეშვეობით გადაიხადონ. აღნიშნული სიახლე, ჩვენს მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტად გაუმარტივებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ახალ პროდუქტებსა თუ სერვისებზე მუშაობას.“ - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის ბარათის გამოყენება აქამდე ისედაც შესაძლებელი იყო თბილისის, ბათუმის, ზუგდიდისა და რუსთავის საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ამ ქალაქებში სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის შეღავათიანი ტარიფი მოქმედებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება