დაბა ჩაქვში ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლების პროცესს ხმაური მოჰყვა - მოსახლეობამ ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაკეტა

დაბა ჩაქვში, თამარ მეფის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან ხმაურია. მოსახლეობამ რამდენიმე წუთით ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაკეტა.

ხმაური აღსრულების პოლიციის გამოჩენას მოჰყვა, რომლებიც დაბა ჩაქვში საბანკო დავალიანების გამო, გორგილაძეების ოჯახის გამოსახლებას ცდილობენ, რასაც მოქალაქეები ეწინააღმდეგებიან.

თავად გორგილაძეების ოჯახი აცხადებს, რომ მევახშესთან შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

აღსანიშნავია, რომ გზის გადაკეტვისას აქციის ერთ მონაწილეს, სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

„აღსრულების პოლიციის თანამშრომლებმა ეზოში მყოფი ოჯახის ახლობლები იძულებით გამოიყვანეს ტერიტორიიდან, მათზე იძალადეს, რომ აღსრულების პოლიცია სახლში შესულიყო. მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად ცენტრალური გზა გადაკეტა. აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა, მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. სამართალდამცავებმა გზა გახსნეს. ამ წუთისთვის აღსრულების პოლიცია გორგილაძეების ოჯახში იმყოფება, ოჯახის წევრი შეუძლოდ იმყოფება. ხელისუფლების ჩართულობა ამ პროცესში მთავარია, მათ ოპოზიციაში ყოფნის დროს დაპირება გასცეს, რომ მსგავსი პრობლემის მქონე ოჯახებზე დაბალპროცენტიანი სესხები გაიცემოდა, რეალურად ეს პროგრამა არ განხორციელებულა“,- აცხადებს გორგილაძეების ოჯახის უფლებადამცველი, თამაზ ბაკურიძე.

დაბა ჩაქვში, თამარ მეფის 14 ნომერში სამართალდამცავები და სასწრაფო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის