19 ნოემბერს „ვაკის საცურაო აუზზე“ ცურვის შიდა ჩემპიონატი გაიმართება

2023 წლის 19 ნოემბერს სპორტულ კომპლექსში „ვაკის საცურაო აუზი“ გაიმართება ცურვის შიდა ჩემპიონატი მოყვარულთა შორის.

სპორტული ცხოვრების მოყვარული ნებისმიერი ადამიანისთვის, ვაკის საცურაო აუზი ყველაზე სასურველი ადგილია, რადგან ამ სივრცეში გაერთიანებულია: საცურაო აუზი, ფიტნეს დარბაზი, მაგიდის ჩოგბურთი, ჯგუფური ვარჯიშების ნაირსახეობა, ფინური და ორთქლის საუნები, ცხელი და ცივი ჯაკუზები, მასაჟი, ღია ვერანდა და ჯანსაღი კაფე.

ვაკის საცურაო აუზი ყველა მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას უერთდება და საკუთარ სივრცეშიც სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაციას ემსახურება.

უკვე მრავალი წელია, ამ სივრცეში, ტრადიციულად, მიმდინარეობს ჩოგბურთის ჩემპიონატი, რომელსაც სპორტული კომპლექსის კლუბის წევრები ყოველი წლის დასაწყისში მოუთმენლად ელიან.

ვაკის საცურაო აუზი გეგმავს ახალი ტრადიციის დამკვიდრებას და პირველად ატარებს შიდა სამოყვარულო ჩემპიონატს ცურვაში.

ცურვის ჩემპიონატი სპორტული კომპლექსის კლუბის წევრებისთვის ტარდება, თუმცა ვაკის საცურაო აუზი ჩემპიონატში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას ნებისმიერ ადამიანს აძლევს და წახალისწების მიზნით, მათ აუზის სასურველ აბონემენტზე 20%-ან ფასდაკლებას სთავაზობს.

2023 წლის ცურვის ჩემპიონატში ჩართულია უამრავი კომპანია, რომელიც გამარჯვებულებისთვის სოლიდურ პრიზებს დააწესებს. გამარჯვებულებსა და მონაწილეებს განსაკუთრებულ საჩუქრებს ვაკის საცურაო აუზიც უმზადებს.

ჩემოიონატში რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 10 ნოემბრამდე მიმდინარეობს.

„ინვესტირება ჯანმრთელობაში“ - ვაკის საცურაო აუზის სლოგანია, რომელიც ზუსტად გადმოსცემს სპორტული კომპლექსის მთავარ დანიშნულებას - ჩვენ ვქმნით სივრცეს თქვენი ჯანმრთელობისთვის!

(R)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო