გურამ მაჭარაშვილი - დეკემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას მივულოცავთ და ოპოზიციას მივუსამძიმრებთ - დარწმუნებული ვარ, რომ მათი პოლიტიკური პანაშვიდი დაიწყება

დეკემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას მივულოცავთ და ოპოზიციას მივუსამძიმრებთ - დარწმუნებული ვარ, რომ მათი პოლიტიკური პანაშვიდი დაიწყება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, კანდიდატის სტატუსის მიცემა იმას ნიშნავს, რომ სტატუსი მისცეს როგორც ხალხს, ასევე სახელმწიფოს, ხელისუფლებას და ოპოზიციას. როგორც მან ამ კონტექსტში აღნიშნა, ოპოზიციისგან განსხვავებით ხელისუფლება ამ ყველაფერს ერთმანეთისგან არ მიჯნავს, განსხვავებით ოპოზიციისგან.

„კანდიდატის სტატუსის მოცემის საბოტაჟირებისთვის თავად ოპოზიცია იბრძოდა, რაზეც თავად ოპოზიციამ ისაუბრა.

დიდია ალბათობა იმისა, რომ სტატუსს მოგვცემენ და შესაბამისად, აღნიშნული საკითხი რადიკალიზმისთვის მათ აღარ გამოადგებათ.

ოპოზიციის ნაწილი, ვინც ბრიუსელში დადიოდა, აშავებდა საქართველოს კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგოდ. ოპოზიციას არასამთავრობო სექტორმა გადაასწრო, რომელთაც პირდაპირ აღიარეს, რომ თურმე საქართველოში დემოკრატიის ნიშნები არ არის, დემოკრატიული ინსტიტუტების არ მუშაობს, მაგრამ საქართველოს სტატუსი მაინც მიეცითო. სამწუხაროდ, არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილი ასევე კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგოდ იბრძოდა.

ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ ევროპაში რაციონალურად მოაზროვნე ადამიანები გამოჩნდებოდნენ - როგორც ჩანს, დიდი ალბათობით ისინი გამოჩნდნენ კიდეც და გვაქვს იმედი, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პოზიტიურ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება