გიორგი ვაშაძე - იმედი მაქვს, სტატუსს ავანსად მოგვცემენ - ჩვენს ამოცანად ვიტოვებთ, რომ ყველა რეფორმა განხორციელდეს და რუსული ძალებისგან ქვეყანა გათავისუფლდეს

იმედი მაქვს, სტატუსს ავანსად მოგვცემენ - ჩვენს ამოცანად ვიტოვებთ, რომ ყველა ეს რეფორმა განხორციელდეს ­და რუსული ძალებისგან ქვეყანა გათავისუფლდეს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შესრულებულად ვერ ჩაითვლება რეკომენდაციები, როცა დასანქცირებული მოსამართლეები დააწინაურეს, ხოლო ზაფხულში ოფიციალურად ითქვა ევროკომისიის მხრიდან, რომ სრულად სამი რეკომენდაციაა შესრულებული, ამიტომ თუ ევროკავშირმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, ეს იქნება „ავანსად“ მიღებული.

„კანდიდატის სტატუსის მიღების ერთადერთი შანსი არის ავანსად მოცემა. „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ საბოტაჟში დარჩენილიყო ბოლომდე, თუმცა, ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის ინტენსიური მუშაობის შედეგად, მე იმედი მაქვს, რომ ავანსად მოგვცემენ სტატუსს და საქართველოს მოქალაქეები ჩვენს ამოცანად ნამდვილად ვიტოვებთ, რომ ყველა ეს რეფორმა განხორციელდეს და რუსული ძალებისგან ქვეყანა გათავისუფლდეს. თუ იქნება ეს გადაწყვეტილება, ეს იქნება ავანსად გაცემული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის და არა „ქართული ოცნებისთვის“, რომელიც ბოლო წუთამდე აგრძელებს საბოტაჟს,“ - განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ ანგარიშს, რომლის თანახმად, რეგლამენტში ცვლილებები საპარლამენტო ღიაობას აუარესებს და აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ გაწყვეტილი აქვს კავშირი საზოგადოებასთან და ფიქრობს, რომ დამატებით რეგულაციების შემოღებით „თავს დაიცავს“.

„ქართული ოცნების“ პირობებში პარლამენტი ემსგავსება ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელ დეფუნქციონირებულ სისტემას. ამერიკიდან ჩამოვედი ორი- სამი დღის წინ და სენატში და კონგრესში შეუძლია საშვის გარეშე როგორც ამერიკის ნებისმიერ მოქალაქეს, ასევე, მეც როგორც საქართველოს მოქალაქეს, შევიდე. საქართველოს პარლამენტში კი წითელი, ყვითელი და მწვანე საშვები მოიგონეს. მე შემიძლია მწვანე დღეს დავუშვა, ყვითელ დღეს უნდა შევათანხმო, ვინ შემოვა და წითელ დღეს საშვის დაშვების უფლება არ მაქვს. რაზე ვლაპარაკობთ - იმდენად გაწყვეტილია ქართველ ხალხს და „ქართულ ოცნებას“ შორის კავშირი, რომ ჰგონიათ, ჯებირებს თუ ააშენებენ, დამატებით რეგულაციებს თუ შემოიტანენ, ამით თავს დაიცავენ,“ - განაცხადა ვაშაძემ.

ის გამოეხმაურა ასევე, „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მიმართ გამოთქმულ შეურაცხმყოფელ განცხადებას და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ბერაიას და ღუდუშაურს არ დააკისრებს არანაირ სანქციას, რადგან ისინიც იგივე მორალის მატარებლები არიან, რაც ამ ორ ადამიანს აქვს. მისი თქმით, აუცილებელია საზოგადოებამ დააკისროს პასუხისმგებლობა მსგავს პოლიტიკოსებს ამორალური ქმედებებისთვის.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება