ისრაელი ღაზასთან ყოველგვარ კონტაქტს წყვეტს და ქვეყანაში დასაქმებულ პალესტინელებს ღაზაში აბრუნებს

ისრაელი ღაზასთან ყოველგვარ ურთიერთობას წყვეტს და ღაზაში მცხოვრებ პალესტინელებს, რომლებიც ისრაელში სამუშაოდ იმყოფებიან, ანკლავში აბრუნებს, - ამის შესახებ ისრაელის მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

„ისრაელი ღაზასთან ყოველგვარ კონტაქტს წყვეტს. აღარ იქნება პალესტინელი მუშები ღაზიდან. ის ადამიანები, რომლებიც ომის დაწყების დღეს ისრაელში სამუშაოდ იმყოფებოდნენ, ღაზაში დაბრუნდებიან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისათვის, „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს განხორციელებულ თავდასხმამდე, ღაზას დაახლოებით 18 000 მცხოვრებს უფლება ჰქონდა, ისრაელის ტერიტორიაზე შესულიყო და დასაქმებულიყო.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!