ლევან ხაბეიშვილი - მომწონს თუ არა გახარიას პარტია? - ცალსახად არ მომწონს, მაგრამ ის, რომ სხვადასხვა თვითმმართველ ორგანოში ჩვენი პარტიები თანამშრომლობენ, აბსოლუტურად ნორმალურია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, სხვა პარტიებთან კოალიციაზე ხალხის ინტერესიდან გამომდინარე მიიღებენ გადაწყვეტილებას და არა პირადი ინტერესებიდან.

ხაბეიშვილი პარტიასთან „საქართველოსთვის“ შესაძლო კოალიციის შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა და როგორც აღნიშნა, „გახარიას პარტია არ მოსწონს, თუმცა სხვადასხვა დამოუკიდებელ ორგანოში თანამშრომლობა ნორმალურია“.

„ყველა პოლიტიკურ სუბიექტზე გვაქვს ჩვენი პოლიტიკური შეფასებები, მაგრამ სადაც საჭირო იქნება, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა ჯერზე ხალხის ინტერესიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებებს და არა პირადი დამოკიდებულებებითა და შეხედულებებით. ყველა უნდა მიეჩვიოს ერთ რამეს, რომ გადაწყვეტილებები მიიღება ხალხის საჭიროებებიდან გამომდინარე და არა იქიდან, ვის როგორი აღქმები აქვს. ის, რომ სხვადასხვა თვითმმართველ ორგანოში ჩვენი პარტიები თანამშრომლობენ, ეს აბსოლუტურად ნორმალურია. მომწონს თუ არა გახარიას პარტია? - ცალსახად არ მომწონს“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება