მიხეილ სარჯველაძე სერგი კაპანაძის სტატიაზე - ე.წ. მდიდარმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა წაშალეს ყოველგვარი ზღვარი პოლიტიკურ ორგანიზაციასა და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის

ე.წ. მდიდარ ორგანიზაციებად წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციები, სამწუხაროდ, ისეთი ქცევით გამოირჩევიან, რომ წაშალეს ყოველგვარი ზღვარი პოლიტიკურ ორგანიზაციასა და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის - ასე ეხმაურება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე სერგი კაპანაძის სტატიას სათაურით - „საქართველო ანტიდასავლურ დრამზე ურტყამს“, რომელსაც გამოცემა „თრანზიშნ მედია“ აქვეყნებს.

როგორც სარჯველაძე აღნიშნავს, ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია „დროას“ ან „გირჩის“ პრაქტიკა, როდესაც აქვთ ერთი და იმავე სახელწოდების მქონე და ერთი და იგივე პირებით დაკომპლექტებული არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური ორგანიზაციები.

„დიდი ხანია შეიმჩნევა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილი - ე.წ. მდიდარ ორგანიზაციებად წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციები, სამწუხაროდ, ისეთი ქცევით გამოირჩევიან, რომ წაშალეს ყოველგვარი ზღვარი პოლიტიკურ ორგანიზაციასა და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის. ეს სამწუხარო რეალობაა. ეს ზღვარი რომ იშლება, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს აღარ არის კლასიკური გაგებით სამოქალაქო ორგანიზაცია. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ამის შეიძლება იყოს მაგალითად, „დროას“ ან „გირჩის“ პრაქტიკა, როდესაც აქვთ ერთი და იმავე სახელწოდების მქონე და ერთი და იგივე პირებით დაკომპლექტებული არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური ორგანიზაციები,“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მმართველი გუნდის ინფორმაციით, „თრანზიშნ მედიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში სერგი კაპანაძე წერს, რომ ბედის ირონიით, საქართველომ შესაძლოა, წელს მაინც მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, თუმცა ბლოკის 12 პრიორიტეტიდან მხოლოდ სამი შეფასდა შესრულებულად.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება