თბილისის მერია მუშაობს ახალი გზის პროექტზე, რომელიც ბაგების დასახლებას ქავთარაძის ქუჩასთან დააკავშირებს

დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვის მიზნით, თბილისის მერია კიდევ ერთ ახალ საგზაო-ინფრასტრუქტურულ პროექტზე მუშაობს,- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროექტის დეტალების შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი გზა ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდიდან მძღოლებს ქავთარაძის ქუჩისკენ გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს.

„უნივერსიტეტის ქუჩა ერთ-ერთი დატვირთულია, განსაკუთრებით უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით. ჩვენ პარალელურად ბაგების დასახლების უნივერსიტეტის ქუჩასთან დამაკავშირებელი ხიდის პროექტს ვახორციელებთ. რა თქმა უნდა, აღნიშნულ ქუჩას დამატებითი ნაკადები დაემატება, თუმცა, ასევე მინდა გითხრათ, რომ ახალი გზის პროექტს ვამუშავებთ - ბაგების ხიდიდან გამომსვლელ ავტომობილს ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით გადაადგილება შეეძლება. გაკეთდება ახალი გზა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ აღნიშნულ ლოკაციაზე მოძრაობა განიტვირთოს, ავტომობილით მოსარგებლეს კი, შესაძლებლობა ექნება, ბაგებიდან გადმოსვლის შემთხვევაში, წავიდეს უნივერსიტეტის ქუჩისკენ ქვემოთ, თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით, ან ქავთარაძის ქუჩისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით იმოძრაოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება