თინა ბოკუჩავა - იმედი გვაქვს, რომ რამდენიმე დღეში სტატუსის საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომლითაც საქართველო ისტორიული არჩევანის რეალიზების გზაზე წინ წაიწევს

ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს მივმართეთ და დიდი იმედი გვაქვს, რომ რამდენიმე დღეში დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების დადებითობას განსაზღვრავს, საქართველო ისტორიული არჩევანის რეალიზების გზაზე წინ წაიწევს და ეს არის საქართველოს ევროინტეგრაციის გზა, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები ურსულა ფონ დერ ლაიენს თხოვნით მიმართავენ, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 8 ნოემბერს, სულ რამდენიმე დღეში ევროკომისია ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს, მათ შორის რას გადაწყვეტს მინისტრთა კომიტეტი, რომელიც კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება. წინა ჯერზე, საქართველოს პრორუსულმა ხელისუფლებამ მიზანმიმართულად, კანდიდატის სტატუსის საბოტაჟირება მოახდინა, რის გამოც, მიუხედავად იმისა, რომ ასოცირების ტრიოში მყოფი სხვა ქვეყნების მოლდოვის და უკრაინის აპლიკაცია იყო წარმატებული, საქართველომ წარმატება ვერ მოიპოვა. ამ ჯერზე, ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას ვდებთ იმაში, რომ საქართველომ წარმატება მოიპოვოს, საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და რომ ქართველი ხალხის ხმა უფრო ძლიერი იყოს, ვიდრე რუსული რეჟიმის მავნებლობაა, რომელიც გადაწყვეტილების საბოტაჟირებას ახლაც ღიად ცდილობს. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა, ევროკომისიის პრეზიდენტს, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს ერთობლივი წერილით მივმართეთ და დიდი იმედი გვაქვს, რომ რამდენიმე დღეში საქართველო დიდ წარმატებას მიაღწევს, დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ეს საბოლოო გადაწყვეტილების დადებითობას განსაზღვრავს, საქართველო ისტორიული არჩევანის რეალიზების გზაზე წინ წაიწევს და ეს არის საქართველოს ევროინტეგრაციის გზა“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება