კახა კალაძე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის სამუშაოებს გაეცნო

უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია ბოლო ეტაპზეა - მიმდინარე სამუშაოებს თბილისი მერი კახა კალაძე მერის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. შესაბამის ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

კალაძის თქმით, ამ დროისთვის, მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია დასრულებულია, წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ქსელები განახლებულია.

„უნივერსიტეტის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ასფალტის საფარის ქვედა ფენები უკვე დაგებულია. მიმდინარეობს საკომუნიკაციო ჭის თავების წამოწევის სამუშაოები. დაახლოებით, ორი-სამი კვირა სჭირდება, რომ ასფალტის ბოლო ფენები დაიგოს, ასევე, ავტობუსის გაჩერებებზე გაკეთებულია ბეტონის გზა. გარდა ამისა, დამონტაჟდება ლედ სანათები, მოეწყობა საპარკინგე ადგილები და ნოემბრის ბოლოს სამუშაოები დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, უსაფრთხოების მიზნით გზის დამცავი კედლები ეწყობა.

დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე და პარლამენტის დეპუტატი ნოდარ ტურძელაძე იმყოფებოდნენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება