ვოლოდიმირ ზელენსკი - ვაცნობიერებთ, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად რუსი ტერორისტები შეეცდებიან მეტი ზიანი მოგვაყენონ, მტერს მძლავრად ვუპასუხებთ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში რუსების მიერ წუხელ განხორციელებულ მასიურ საჰაერო თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყნის თავდაცვის ძალები ძლიერ პასუხს გასცემს ოკუპანტებს.

„ვაძლიერებთ საჰაერო თავდაცვას. ვაძლიერებთ მობილურ საცეცხლე ჯგუფებს. ვაცნობიერებთ, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად რუსი ტერორისტები შეეცდებიან მეტი ზიანი მოგვაყენონ. მტერს მძლავრად ვუპასუხებთ!” - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან მადლობა გადაუხადა უკრაინის ავიაციას, საზენიტო მსროლელებს და მობილურ საცეცხლე ჯგუფებს „შაჰედების” ჩამოგდებისთვის.

„ცის დამცველები ეფექტურად მუშაობდნენ ათ ოლქში - ხარკოვში, ზაპოროჟიეში, ხერსონში, მიკოლაივში, ოდესაში, კიევში, კიროვოგრადში, ვინიცაში, ხმელნიცკსა და ლვოვში. მადლობა ყველას ყურადღებისთვის! სამწუხაროდ, იყო დარტყმებიც. მსხვერპლი არ ყოფილა. შედეგები ლიკვიდირებულია”, - აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება