პრემიერის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება 2024 წლის გაზაფხულზე იგეგმება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება 2024 წლის გაზაფხულზე იგეგმება.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ინვესტორის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.

ღარიბაშვილის თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის ჯამში, 70 მლნ ლარია ბიუჯეტიდან გათვალისწინებული.

„ეკონომიკის სამინისტროს დამატებით გამოეყოფა 150 მილიონი ლარი და ჯამში 800 მლნ ლარამდე იქნება ბიუჯეტი. შედარებისთვის მინდა ვთქვა, რომ 2012 წელთან შედარებით გაზრდილი არის 326 მლნ ლარით ბიუჯეტი. აქედან მინდა მნიშვნელოვანი სიახლე გაცნობოთ - ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის ჯამურად გათვალისწინებული იქნება 70 მლნ ლარი. 50 მლნ ლარი იქნება ჩადებული 2024 წელს და 20 მლნ ლარი წელს გამოვყავით. ანუ, ჩვენი მხრიდან მობილიზებულია თანხები და ასეთი გეგმის მიხედვით, მშენებლობა გაზაფხულზე დაიწყება. აქტიურად მიმდინარეობს ინვესტორის ერჩევა, რომელიც მალე დასრულდება. მაქსიმუმ დეკემბერ-იანვარში გამოვაცხადებთ გამარჯვებულ ინვესტორს და ჩვენ ერთობლივად დავიწყებთ ანაკლიის პორტის მშენებლობას 2024 წლის მარტი-აპრილში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ დამატებით 70 მლნ ლარი აეროპორტების მშენებლობისთვის გამოიყოფა.

"დამატებით 70 მლნ ლარის გამოყოფა არის განსაზღვრული ეკონომიკის სამინისტროსთვის აეროპორტების მშენებლობისთვის. ეს არის ქუთაისის აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, ასევე, თელავის აეროპორტი და ვაზიანის აეროპორტის პროექტირება, მათ შორის, კვლევების დასრულება და ა.შ.," - აღნიშნა მინისტრმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება