პრემიერი - 10 ტურისტულ ქალაქში მასშტაბური სამუშაოები დაიწყება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტებზე დამატებით კიდევ 50 მილიონი ლარი გამოიყოფა - 10 ტურისტულ ქალაქში მასშტაბური სამუშაოები დაიწყება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, ზრდა თბილისის ბიუჯეტისთვისაცაა განსაზღვრული.

„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტებზე დამატებით კიდევ 50 მილიონი ლარი გამოიყოფა, მაგრამ საბოლოოდ, ბიუჯეტი 3,400 მლრდ ლარი იქნება. შედარებისთვის მინდა ვთქვა, რომ 2012 წელს ბიუჯეტი 2,700 მლრდ ლარით გაიზარდა. 419%-ით არის გაზრდილი ბატონი ქარსელაძის სამინისტროს ბიუჯეტი. 2012 წელს 2,700 მლრდ ლარით ნაკლები იყო. რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ზრდაა და ეს ყველაფერი ჩანს. ხედავთ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მშენებლობაა გაჩაღებული, იქნება ეს გზები, ხიდები, ავტობანები თუ მაგისტრალები და ა.შ. ყველა მუნიციპალიტეტის ურბანული განახლება, კურორტების განახლება და ა.შ. 2024 წელს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს დაგეგმილი. 10 ქალაქში მასშტაბურ სამუშაოებს დავიწყებთ. 10 ტურისტული ქალაქი გამოვყავით: ბორჯომი, ყაზბეგი, მესტია, ბათუმი, ქუთაისი, თელავი, ზუგდიდი და ა.შ. 2024 წელს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გვექნება. ასევე, რიკოთის უღელტეხილზე, მთავარი მაგისტრალი დასრულდება. რაც შეეხება, თბილისსა და რეგიონებში დასაფინანსებელი პროექტებისთვის გამოყოფილ თანხებს, დამატებით 110 მილიონი ლარი გამოიყოფა. რეგიონებისთვის, საბოლოდ, 450 მილიონი ლარი გვაქვს გათვალისწინებული. მაგრამ ჯერ შეიძლება კიდევ დავამატოთ და 500 მილიონ ლარამდე ვფიქრობთ დამატებას. ამ დროისთვის, რეგიონებში 450 მილიონი ლარი მიემართება, რომელიც რეგიონებში გადანაწილდება და საინტერესო პროექტების განხორციელებას დაიწყება. ზრდა თბილისშიცაა გათვალისწინებული. თბილისის ბიუჯეტი, მინდა შედარებისთვის გითხრათ, 2012 წელს საკმაოდ დაბალი ბიუჯეტი იყო. დღეს, 2024 წელს მთლიანად, 1,875 მლრდ ლარი და შედარებისთვის გეტყვით, რომ ეს არის 1,190 მლრდ-ამდე ზრდა, ანუ, 113%-იანი ზრდაა თბილისის შემთხვევაში, რაც ძალიან ეფექტური მატებაა“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გარდა ამისა, ღარიბაშვილის თქმით, 3 ფრანგული წარმოების ვერტმფრენი შეძენილია და 2024 წლიდან მოწოდება ეტაპობრივად დაიწყება.

„რაც შეეხება ძალოვან უწყებებს, იცით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვას, უსაფრთხოების სამსახურს [დაფინანსება]თითქმის 200 მილიონზე მეტად გაეზარდათ. ჩვენ თავდაცვას დამატებით 10 მილიონს გამოვუყოფთ, 50 მილიონს შინაგანს მივცემთ, საიდანაც 20 მილიონი ლარი სახანძრო სამაშველო სამსახურის ტექნიკის შეძენას მოხმარდება. იცით, რომ 3 ვერტმფრენი უკვე შეძენილია, ფრანგული წარმოების ვერტმფრენები და 2024 წელს ეტაპობრივად დაიწყება მოწოდება. სპორტის მიმართულებით, დამატებით 20 მილიონ ლარს გამოვყოფთ, აქედან, 15 მილიონი ლარი სპორტის ფედერაციებს მოხმარდება. 5 მილიონი ლარი დამსახურებული სპორტსმენების, მწვრთნელებისა და საექიმო პერსონალის ყოველთვიური სტიპენდიების ზრდისთვის მიემართება“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, პრემიერ- მინისტრმა ელექტრონულ არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამისთვის საარჩევნო კომისიას 25 მილიონ ლარს გამოუყოფენ და „საბოლოოდ, ბიუჯეტში 125 მილიონი ლარია გათვალისწინებული, რომელიც ელექტრონული არჩევნების ჩატარებას მოხმარდება“.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება