ირაკლი ღარიბაშვილი - ბიუჯეტში გათვალისწინებულია125 მილიონი ლარი, რომელიც მოხმარდება ელექტრონული არჩევნების ჩატარებას

ბიუჯეტში გათვალისწინებულია 125 მილიონი ლარი, რომელიც მოხმარდება ელექტრონული არჩევნების ჩატარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბიუჯეტის მეორე ვარიანტი პარლამენტს დღეს გადაეგზავნება.

„ელექტრონული არჩევნების საკითხს მინდა შევეხო. დამატებით 25 მლნ ლარს გამოვუყოფთ საარჩევნო კომისიას და ჯამში, ბიუჯეტში გათვალისწინებული არის 125 მილიონი ლარი, რომელიც მოხმარდება ელექტრონული არჩევნების ჩატარებას. აი, ეს არის ის ძირითადი საკითხები, რომელიც ჩვენ გავითვალისწინეთ ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტში. ჩვენ ახლა პარლამენტს დღეს გადავუგზავნით ამ მეორე ვარიანტს, გვექნება კიდევ დამატებით 1 თვე, ვიმუშავებთ ჩვენს გუნდთან ერთად, პარლამენტთან ერთად ვიმუშავებთ აქტიურად, კიდევ დავაზუსტებთ, დავხვეწთ ბიუჯეტს და ვფიქრობ, 2024 წელს გვექნება ძალიან ძლიერი, გამართული ბიუჯეტი, რომელიც ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებს სათანადოდ უპასუხებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის