„საქართველოს ბანკი“ - მობილბანკით ინვესტირება კვლავ ყოველგვარი საკომისიოს გარეშეა შესაძლებელი

„საქართველოს ბანკის“ მომხმარებელს კვლავ აქვს შესაძლებლობა, მობილბანკის საინვესტიციო მოდულით, 6000-მდე კომპანიის აქციები ტრანზაქციის საკომისიოს გარეშე შეიძინოს - ამ ეტაპზე ასევე, ყოველთვიური საკომისიო გადასახადიც გაუქმებულია,- შესაბამის ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

ბანკის პრესსამსახურის ცნობითვე, საერთაშორისო ბირჟაზე ვაჭრობისა და ინვესტიციების შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობებისთვის „საქართველოს ბანკის“ ინვესტიციების მოდულში აქცია წლის ბოლომდე გრძელდება.

კომპანიის ცნობით, შეთავაზებით სარგებლობა ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, მათაც, ვინც საინვესტიციო მოდულს უკვე აქტიურად იყენებს და მათაც, ვინც მობილბანკით ინვესტირება ახლა დაიწყო.

„საქართველოს ბანკში“ მიზნად ვისახავთ, მომხმარებელს შევთავაზოთ მათ სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური საბანკო პროდუქტი. ამისთვის, არაერთ ინიციატივას ვახორციელებთ. ერთ-ერთი კი მობილბანკისთვის შექმნილი ინვესტიციების მოდულია. მისი მეშვეობით, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, ივაჭროს უოლ-სტრიტის საფონდო ბირჟაზე, შეიძინოს სხვადასხვა ფასიანი ქაღალდი, განახორციელოს კიდევ უფრო მეტი ტრანზაქცია და გახდეს საერთაშორისო კომპანიის აქციების მფლობელი. დღეს „საქართველოს ბანკის“ ინვესტიციების მოდულს 27 000-ამდე ადამიანი იყენებს და ვიმედოვნებთ, მათი რიცხვი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება“, - აღნიშნავენ „საქართველოს ბანკის“ გუნდში.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კამპანიის პირობა Penny Stock-ით ვაჭრობისას არ ვრცელდება, გარდა SOLO/WM კლიენტებისა, რომლებსაც ანგარიშთა პაკეტი აქვთ გააქტიურებული. მათთვის საინვესტიციო მოდულით სარგებლობისას დაწესებული 3 უფასო ოპერაციის პირობა Penny Stock-ით ვაჭრობის შემთხვევაში კვლავ იმოქმედებს.

ტარიფების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება