კახა კალაძე - მზად ვართ, მეგობრობისა და პარტნიორობისთვის, მაგრამ, ვინც არ უნდა იყოს, არავის მივცემთ შესაძლებლობას, ჩვენი ხალხი და ქვეყანა საზარბაზნე ხორცად გამოიყენოს

როდესაც სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღეს, ახსნა-განმარტება ვერაფერი მოძებნეს, არ იცოდნენ, რა უნდა ეთქვათ, ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური მოტივებით განპირობებული იყო და ამ ყველაფრის უკან ქვეყანაში გადატრიალების, ხელისუფლების დამხობის მიზანი იდგა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენმერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის პარტნიორობისთვის, თუმცა მეგობრობა უნდა იყოს არა ცალმხრივი, არამედ ორმხრივი.

„როდესაც სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღეს, ახსნა-განმარტება ვერაფერი მოძებნეს, არ იცოდნენ, რა უნდა ეთქვათ. ეს იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური მოტივებით განპირობებული და ამ ყველაფრის უკან ქვეყანაში გადატრიალების, ხელისუფლების დამხობის მიზანი იდგა. გამოვიდნენ, ხალხს უთხრეს, რომ იცით, თქვენ კარგი ხალხი ხართ, სტატუსს იმსახურებთ, მაგრამ აი, ხელისუფლება გყავთ ცუდი. ამით უნდოდათ ქვეყანაში არეულობა და დესტაბილიზაცია მოეწყოთ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ქართველი ხალხი გონიერია, ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს და არავის მივცემთ შესაძლებლობას, ვინც არ უნდა იყოს, ჩვენი ხალხი და ქვეყანა გამოყენებული იქნეს საზარბაზნე ხორცად. ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, არ გვეშლება ეს, თუმცა ეს ყველაფერი უნდა იყოს ორმხრივი. ცალმხრივად ვერ იქნება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მედიასთან კახა კალაძემ ასევე კონკრეტული პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო ინტერესებთან შეუსაბამო საქმიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი ნაწილის მიზანი ქვეყანაში არეულობის შექმნაა.

მისივე თქმით, ხელისუფლება მათ ამის საშუალებას არ მისცემს და ძალისხმევას არ დაიშურებს ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის დასაცავად.

„პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილი პირდაპირ მტრობს ჩვენს სახელმწიფოს. მტრობს ჩვენი ქვეყნის მომავალს, ქართველ ხალხს. მესმის მათ პატრონები ჰყავთ, აქვთ ინტერესები, რომელშიც საქართველო, რა თქმა უნდა, არ შედის. ისინი არც საქართველოს ეკუთვნიან, არც თავიანთ თავს. მათ აქვთ კონკრეტული დავალება, როგორც აგენტურას. ამიტომ, არავის არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში რაიმე არეულობა მოაწყოს და დაძაბულობა შემოიტანოს. ჩვენ დღეს მშვიდობა გვჭირდება, ხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, რეგიონში, ახლო აღმოსავლეთში. დღეს, ისე, როგორც არასდროს, ჩვენს ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, სიმშვიდის შენარჩუნება და ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია, არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, - განაცხადა კახა კალაძემ, რომლის კომენტარსაც თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება