მიხეილ სააკაშვილი - დარწმუნებული ვარ, ხალხი დაიხსნის საკუთარ თავს და ტყვეობიდან დამიხსნის მეც

დარწმუნებული ვარ, ხალხი დაიხსნის საკუთარ თავს და დამიხსნის მეც. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, დამიხსნის ამ ტყვეობიდან და ეს ტყვეობა დასრულდება, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც 7 ნოემბრის ბრალდების საქმეზე კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო.

მიხეილ სააკაშვილმა მის პატიმრობას დროებითი უსამართლობა უწოდა. გარდა ამისა, ისაუბრა საქართველოში მყოფ რუსებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მათი უმეტესობა თვლის, რომ ეს მიწა საერთოდ აღარ უნდა ეკუთვნოდეთ ქართველებს.

„აქ, წინა სხდომის შემდეგ ორაზროვნება შეიქმნა რუსების თემაზე, რატომ ვილაპარაკე იმაზე, რომ უნდა ამოხდეს რუსების მიერ ქონების გაყიდვა და და საერთოდ, რუსების მუდმივი ცხოვრების შეწყვეტა საქართველოში. როდესაც ჩვენ რუსებს ვპატიჟებდით საქართველოში ჩვენ მათ ვპატიჟებდით ტურისტებად. ჩვენ არ ვპატიჟებდით მათ აქ გადმოსახლებისთვის. პრობლემა იმაშია, რომ ამ რუსების უმეტესობა, 100 000-ზე მეტი არის უკვე დაფუძნებული საქართველოში, თვლის, რომ აქ ქართველები არიან შემთხვევით, ეს მიწა საერთოდ აღარ უნდა ეკუთვნოდეთ ქართველებს და ეს რაღაც შემთხვევითობაა და ისინი თავს გრძნობენ სახლში იმიტომ, რომ მათი მენტალობა არის შეუქცევადი - მოსწონთ პუტინი, არ მოსწონთ პუტინი, იმპერია მოსწონთ და საქართველო თავიანთ საკუთრებად მიაჩნიათ. ამიტომ, ეს არ არის ადამიანის უფლებების დარღვევა, რომ ის, რაც წარმოადგენს ჩემთვის ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეს, იმ ადამიანებს ვუთხრათ, რომ არ გართმევთ, ყველაფერი კანონის ფარგლებში იქნება, ევროპული ნორმების ფარგლებში, მაგრამ მუდმივად აქ ყოფნის უფლებას თქვენ ვერ მიიღებთ, ქონების აქ ფლობის უფლებას ვერ მიიღებთ, მეტიც,მ გაძლევთ ერთ წელიწადს ამ ქონების გასაყიდად. მე არ მივიღებ საყვედურებს, რომ ეს არ შეიძლება, არ არის თანამედროვე- თანამედროვეზე მეტი არის საკუთარი უსაფრთხოების დაცვა და საკუთარი მოქალაქეების მომავალზე ზრუნვა იმიტომ, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, დასაბრუნებელი გვაქვს აფხაზეთი. აფხაზეთს რომ დავიბრუნებთ და იქ რომ რუსებს აქვთ ქონება მიტაცებული, იმ ქონებას არ წამოიღებს ის ხალხი, ვისაც ეს ქონება ეკუთვნის? ზუსტად ასევე ვრცელდება ეს დანარჩენ საქართველოზე. საქართველოც მიტაცებულია, საქართველოშიც არიან დასაქმებული და საქართველოშიც ქმნიან მომეტებულ საფრთხის წყაროს, ზუსტად ისე როგორც აფხაზეთში ქმნიან მომეტებულ საფრთხის წყაროს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, მისი პოლიტიკა ყოველთვის იყო ძალიან კონკრეტული - „მიეცა ძალა ჩვენი მოქალაქეებისთვის“.

„იმიტომ ვაფუძნებდი ახალ ქალაქებს, იმიტომ, გავაკეთეთ განათლების რეფორმა, იმიტომ ჩამოვიყვანეთ ამდენი ამერიკელი მასწავლებელი, რომ ყველას შეეძლოს ინგლისურის სწავლა, იმიტომ, ვქნიდით ამერიკულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, რომ საქართველოში მიიღოს ხალხმა განათლება, იმიტომ ვქმნიდით ამ სტიპენდიებს, რომ ხალხი წასულიყო და ჩამოსულიყო. ჩვენი ამოცანა იყო და არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეები იყვნენ არა ობიექტები, არა ყიდვა-გაყიდვის საგნები, არა სამადლოდ ვიღაცამ რაღაცა მოგვიგდოს, არამედ იყვნენ სუბიექტებიც და იყვნენ გადამწყვეტებიც საკუთარ ქვეყანაში. ეს არის ჩემი კონცეფცია.

[პატიმრობა] დროებითი უსამართლობაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ხალხი დაიხსნის საკუთარ თავს და დამიხსნის მეც. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, დამიხსნის ამ ტყვეობიდან და ეს ტყვეობა დასრულდება“,- აცხადებს სააკაშვილი.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით