პაატა მანჯგალაძე - სააკაშვილს ვეთანხმები - შიდა რყევები, განცხადებები, რომ ვიღაც არალეგიტიმურია, არაფორმალურ მმართველობაშია და პარტიაში რაღაც ხდება, ოპოზიციურ პროცესს აზიანებს

მიხეილ სააკაშვილის შეფასებას ვეთანხმები - შიდა რყევები, განცხადებები, რომ ვიღაც არალეგიტიმურია, არაფორმალურ მმართველობაშია და პარტიაში რაღაც ხდება, ოპოზიციურ პროცესს აზიანებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განუცხადა.

როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, ახლა ოპოზიციის მთელი ენერგია „რუსული რეჟიმისკენ“ უნდა იყოს მომართული.

„იგივე პოზიცია მქონდა, როდესაც ჩემს პარტიაშიც ასეთი რამ ხდებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ მე სხვა პარტიას წარმოვადგენ, ჩემი მხრიდან არ იქნება კორექტული, ვთქვა, თუ ვინ რა უნდა ქნას „ნაციონალურ მოძრაობაში“. ზოგადად, შიდა რყევები და განცხადებები, რომ ვიღაც არალეგიტიმურია, არაფორმალურ მმართველობაშია და რაღაც ხდება, ოპოზიციურ პროცესს აზიანებს. ამაზე საუბარი უნდა დასრულდეს და ქვეყნის მთავარ პრობლემაზე გადავერთოთ, რასაც „რუსული რეჟიმი“ ჰქვია. მთელი ენერგია ამისკენ უნდა მივმართოთ“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სასამართლო პროცესზე შემდეგნაირად მიმართა: „თუ პარტიის შიგნით გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ, ვიდრე დაასუსტოთ შიგნიდან პარტია“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება