ენტონი ბლინკენი - ისრაელს აქვს უფლება და ვალდებულება, თავი დაიცვას - მნიშვნელოვანია, ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები დაცული იყვნენ

ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ისრაელის გვერდით, მას აქვს უფლება და ვალდებულება, დაიცვას საკუთარი თავი და უზრუნველყოს, რომ 7 ოქტომბრის მოვლენები აღარ განმეორდეს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელის პრეზიდენტთან, ისააკ ჰერცოგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, თუ როგორ აკეთებს ისრაელი ამას და მნიშვნელოვანია, ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები დაცული იყვნენ.

„მნიშვნელოვანია, თუ როგორ აკეთებს ისრაელი ამას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც საქმე ეხება მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას, ყველაფერი გაკეთდეს მათ დასაცავად და არანაირად არ აგონ პასუხის იმაზე, რაც 7 ოქტომბერს მოხდა“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ენტონი ბლინკენმა და ისააკ ჰერცოგმა შეხვედრის შემდეგ ასევე განაცხადეს, რომ გამუდმებით ფიქრობენ მძევლებზე, როგორც ისრაელისა და აშშ-ს ასევე სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე.

„გადაწყვეტილი გვაქვს, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ისინი უსაფრთხოდ დავიბრუნოთ“, - აღნიშნა ბლინკენმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!