ნიკოლოზ სამხარაძე ჩეხეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პეტრ კუბერნატს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცის საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებული ურთიერთობები, როგორც საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის გაძლიერების, ასევე, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები. ხაზი გაესვა ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოს რეგიონებში განხორციელებული პროექტების მნიშვნელობას.

მხარეებმა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე, ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და მოლოდინებზე ისაუბრეს.

„საინტერესო შეხვედრა გვქონდა ჩეხეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, სადაც მიმოვიხილეთ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები. ელჩმა კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა ჩეხეთის მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე“ , - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

შეხვედრაზე მიმოიხილეს რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტი და საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ამ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში.

ნიკოლოზ სამხარაძემ ჩეხეთის ელჩს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე და არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელობაზე მიაწოდა ინფორმაცია.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება