ირაკლი ნადარეიშვილი კორეის ბიზნეს ასოციაციების ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, კორეის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ადგილობრივი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრის მოადგილე მათ საქართველოს მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე ესაუბრა და პასუხი გასცა შეკითხვებს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში არსებული მდგომარეობის შესახებ.

მათივე ცნობით, შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნეს კორეის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრმა დუგკუნ ანმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ, რომლებმაც ბიზნეს ასოციაციებთან შეხვედრამდე ხელი მოაწერეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების დაწყების ერთობლივ განცხადებას.

„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ მოსალოდნელ სარგებელზე, რომელსაც საქართველოსა და კორეის კერძო სექტორი მიიღებს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში.

შეხვედრაზე კორეის ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენელთა მხრიდან გამოითქვა დიდი ინტერესი საქართველოში არსებული საინვესტიციო პროექტების შესახებ. მათ შორის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, სამოქალაქო ავიაციის, საფინანსო სექტორის და სხვა დარგებში. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური შინაარსის ჩარჩო შეთანხმებების ამოქმედება მნიშვნელოვანი იქნება ბიზნეს წრეებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებისათვის. ასევე ყურადღება გამახვილდა ერთობლივი სავაჭრო მისიებისა და ბიზნეს ფორუმების მოწყობის საჭიროებაზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ კორეის საერთაშორისო პოლიტიკის ინსტიტუტის, კორეის წყლის რესურსების კორპორაციის, მინერალური რესურსების კორპორაციის, კორეის საერთაშორისო სავაჭრო ასოციაციის, საავტომობილო ნაწილების ასოციაციის, კორეის ახალი და განახლებადი ენერგიის ასოციაციის, კორეის ტურ ოპერატორების ასოციაციის წარმომადგენლები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

30.06.2025 / 09:10

ფიქრეტ სადიხოვი - აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობების პერსპექტივა ბევრად იქნება იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ შეაფასებს დღეს არსებულ დაძაბულ ვითარებას რუსეთის ხელმძღვანელობა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2025
გიორგი მელაშვილი - არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის მიდგომას აქვს პლუსები და მინუსები - მაგრამ ორივე შესაძლებლობა განწირულია, თუ ვერ მოხერხდება ოპოზიციაში ერთიან პოზიციაზე შეჯერება
ევროპის უმაღლესი განათლების კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „განათლება - კეთილდღეობის კატალიზატორი“ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა
სპეციალური შეთავაზება - Hyundai Santa Fe 15 000-ლარიანი ფასდაკლებით
5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე „არქი ჰორაიზონის“ პრემიუმ კომპლექსის ბინებზე
ახალი სტანდარტი სამშენებლო ინდუსტრიაში - LSG Solutions-მა პარტნიორებს თანამშრომლობის ინოვაციური მოდელი Delivery Partner წარუდგინა
უყურე Setanta Sports ულიმიტოდ „სილქნეტის“ ქსელში