ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორი იქნება შავი ზღვის და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა ნათელი გახდება მხოლოდ მესამე მსოფლიო ომის ნიშნების მქონე გლობალური დაპირისპირების დასრულების შემდეგ

„ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ვაშაკიძე და პარტიის გენერალური მდივანი მამუკა გამყრელიძე კონფერენციაში „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევები და შესაძლებლობები თანამედროვე გეოპოლიტიკურ რეალობაში“ მონაწილეობდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპელი დემოკრატების“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოხსენებაში „საქართველო და შავი ზღვისა და ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტეტურა“ „ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ მიმოიხილა საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და ისაუბრა იმ მსოფლიო და რეგიონულ საფრთხეებზე, რომლებიც არსებობს ზოგადად და ზეგავლენას ახდენს საქართველოზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას, მის დღევანდელ მდგომარეობას და სამომავლო პერსპექტივებს.

„მსოფლიო პრაქტიკულად გლობალური დაპირისპირების პროცესშია შესული და თუ როგორი იქნება შავი ზღვის და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა ნათელი გახდება მხოლოდ მსოფლიო ომის ნიშნების მქონე გლობალური დაპირისპირების დასრულების შემდეგ. მომავალი ჯერჯერობით ძალიან ბუნდოვანია“, - განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.

კონფერენცია 3 ნოემბერს, სასტუმრო „ჰილტონში“ „სამოქალაქო ინიციატივების და ინოვაციების ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება