კახა გოგოლაშვილი - ტალღა აგორდა და ჩვენ ჯერ კიდევ ნაპირზე ვართ, კანდიდატის სტატუსს თუ მივიღებთ, დავეწევით - დათქმები კი აუცილებლად იქნება, რადგან ჩამორჩენილები ვართ

კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში, საქართველოსთვის დათქმები აუცილებლად იქნება, იმიტომ, რომ ჩამორჩენილები ვართ - ამასთან, 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, აუცილებლად იქნება დათქმა, დააკვირდებიან არჩევნებს , - ამის შესახებ „რონდელის ფონდის“ მკვლევარმა, კახა გოგოლაშვილმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის პერსპექტივაზე საუბრისას განაცხადა.

გოგოლაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია საქართველომ ახლა მიიღოს სტატუსი, რათა დაეწიოს მოლდოვას და უკრაინას.

“8 ნოემბერს, ყველა ქვეყანაზე, რომელიც გაფართოების პაკეტშია, ყველაზე იქნება ანგარიში და, მათ შორის ჩვენზეც. საქართველო კი არის გაფართოების ტალღაში, მაგრამ, როდესაც საქმე ეხება რეალურ გაფართოების შედეგობრივ საკითხებს, აქ ჩვენ არ გვეძახიან. ჩვენ გვიყურებენ, როგორც ცოტა უფრო შორს მდგომ ქვეყნად. ამ თვალსაზრისით, მოლდოვა და უკრაინა უფრო წინ წავიდნენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახლა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, იმიტომ, რომ დავეწიოთ ამ ტალღას. ეს ტალღა უკვე აგორდა და ჩვენ ჯერ კიდევ ნაპირზე ვართ. კანდიდატის სტატუსს თუ მივიღებთ, დავეწევით ამ ტალღას.

დათქმები აუცილებლად იქნება, იმიტომ, რომ ჩამორჩენილები ვართ. ამასთან, არჩევნებზეც აუცილებლად იქნება დათქმა და დააკვირდებიან არჩევნებს. შეიძლება, კანდიდატის სტატუსი მოგანიჭონ, მაგრამ თუ რაღაცები დააშავე, სტატუსს ოფიციალურად ჩამოგვართმევენ, რადგან ამის უფლება აქვთ. ყოველი ანგარიშის დროს შეფასდება „ხომ არ დავაბრუნოთ უკან?“, მოლაპარაკებები ხომ არ შევაჩეროთ?“, - განაცხადა გოგოლაშვილმა.

კითხვაზე, მთავრობაში რატომ გაჩნდა ოპტიმიზმი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით, გოგოლაშვილი პასუხობს, რომ ბევრი წყარო არსებობს: საელჩოები, პოლიტიკოსების ვიზიტები, შეხვედრები.

„ერთი თვის წინ აშკარა იყო ევროკომისიის პესიმისტური განწყობა. ახლა გლობალურმა სიტუაციამ მისცა ხელმოსაჭიდი. მსოფლიოში ისე აირია სიტუაცია, რომ საფრთხეები გაიზარდა. ამ შემთხვევაში ევროკავშირის წინაშე დილემა დადგა: მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს არ აკეთებს, რასაც ვეუბნებით და თუ ახლა ამის დრო არ არის? ევროკავშირში გრძელვადიანად საქართველოს დაკარგვა არ აწყობთ“,- განაცხადა გოგოლაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება